პროდუქტი, რომელიც სხეულს უსიამოვნო სუნს სძენს - რატომ უნდა დააყოლო ყავას და ჩაის წყალი

პროდუქტი, რომელიც სხეულს უსიამოვნო სუნს სძენს - რატომ უნდა დააყოლო ყავას და ჩაის წყალი

მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიცდაადასტურებს, რომ მეორე ნახევრის არჩევაში სწორედ პარტნიორის სურნელმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.

ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობასთან ერთად, უპირველესად, შთაბეჭდილებას სწორედ სუნი ქმნის. ასე რომ, ამ საკითხე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

სასიამოვნო სუნისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვა და ძირად ღირებული პარფიუმი, როგარც აღმოჩნდა, საკმარისი არ არის. აუცილებელია, ადამიანმა ყურადღება მიაქციოს რაციონს, რადგან სხეულის სუნი სწორედ მიღებულ საკვებთანაა დაკავშირებული.

აი, რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას:

კომბოსტო

კომბოსტოს სხვადასხვა სახეობის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. კომბოსტო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მასში უხვადაა სასარგებლო ანტიოქსიდანტები და კალიუმი. მიუხედავად ამისა, საკვებად კომბოსტოს ხშირი გამოყენება უარყოფით გავლენას ახდენს სხეულის ყოველდღიურ ბუნებრივ სუნზე. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ კომბოსტო და მისი სახეობები შეიცავენ გოგირდს, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებად იხლიჩება და სწორედ ისინი წარმოქმნიან უსიამოვნო სუნს, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრადობას.

კიდევ ერთი უარყოფითი თვისება, რაც კომბოსტოს აქვს, მეტეორიზმია. თუ გსურთ, უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ, შეამცირეთ მისი გამოყენება.

დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტი

სხეულის უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველი პროდუქტიც იყოს. ამგვარ საკვებს განეკუთვნება მიუსლი, სხვადასხვა სახის მარცვლეულის ფაფები და თხილეული, ასევე, ქატო. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათ ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობს ორგანიზმში მეთანის, ნახშირორჟანგისა და წყალბადის გამოყენებას. ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად, ამგვარი საკვების მიღებისას, რაც შეიძლება მეტი წყალი დალიეთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს