მზე მშვილდოსანში გადავიდა... - ვისთვის იქნება წარმატებული მომდევნო ერთი თვე

მზე მშვილდოსანში გადავიდა... - ვისთვის იქნება წარმატებული მომდევნო ერთი თვე

მზე მშვილდოსანში გადავიდა. ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მზე მშვილდოსანში გადაბრძანდა!

დღეიდან 21 დეკემბრის გვიან ღამემდე მზე ბედნიერების მომტანი პლანეტის - იუპიტერის მიერ მართულ მშვილდოსანში იმოძრავებს და შესაბამისად ადამიანებში იმატებს ისეთი თვისებები, როგორიცაა სამართლიანობა, ოპტიმიზმი, პირდაპირობა, სიმართლის ძიება, ინტერესების, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოებისკენ მისწრაფება. ამავდროულად იუპიტერი ისეთი უარყოფითი შტრიხებითაც აღგვჭრუვავს, როგორიცაა უხეშობა, ავტორიტარულობა, ბაქიაობა, გაზვიადებისაკენ მიდრეკილება.

ასეთ დღეებში ადამიანს ერთ ადგილას გაჩერება უჭირს, სურვილი უჩნდება სადმე წავიდეს, გინდ ახლოს, გინდ სულაც შორეულ მოგზაურობაში, ან უბრალოდ გაისეირნოს მაინც.

ჩნდება ახალი ინტერესები, რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხების, სხვა კულტურების შესწავლის სურვილი. და მართლაც, ეს პერიოდი ძალზედ კარგია სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის, ასევე იურიდიული პრობლემების მოგვარებისა და სასამართლო საქმის წარმოებისთვის, სხვადასხვა სახის განცხადებებისა და საჩივრების განხილვისთვის. წარმატებული იქნება საზღვარგარეთ მივლინებებიც.

ამ პერიოდში დასახულ გეგმებს განხორციელების მეტი შანსები აქვთ: პოლიტიკოსებს, ლექტორებს და პროფესორ-მასწავლებლებს, მოგზაურებს.

წარმატებით შეგიძლიათ ახალი ნაცნობობა გააბათ. განასაკუთრებით კი უცხოურ ფირმებთან კონტაქტების დასამყარებლად შეგეწყობათ ხელი.

ამ დღეებში დაწყებული რომანტიული ურთიერთობა, დიდხანს შენარჩუნდება თუ ორივე პარტნიორს მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს და ერთმანეთის პირად თავისუფლებას პატივს სცემს. ეს ურთიერთობა დაგეხმარებათ ახალი სოციალური (მაღალი) საფეხურის მოპოვებაში. წყვილისთვის ვნება, ეჭვიანობა, სპორტული აზარტი უცხო ხილი არ იქნება.

ვინაიდან იზრდება დახარჯვის ტენდენციები, იყავით ფრთხილად, რომ ჯიბე ბოლომდე არ ამოიცარიელოთ. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში შენაძენი ნივთები ადვილად ფუჭებადი იქნება.

რეკომენდებულია: გაერთიანებების, საზოგადოებების, კლუბების ჩამოყალიბება, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, სამსახურისა და ახალი საქმეების დაწყება, მოხსენებით გამოსვლა, ლექციების ჩატარება, სწავლის შეძენა, გამოცდების ჩაბარება, მეგობრებთან ურთიერთობა, სტუმრიანობა...

იყავით აქტიური, მიზანსწრაფული. სპორტით დაკავდით. დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ და ამით წარმატებისა და ბედნიერების პლანეტა იუპიტერის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს