ავტორი:

მელოტი გოგონა ნამდვილ რაპუნცელად იქცა - ანასტასიას ფოტოები გაგაოცებთ

მელოტი გოგონა ნამდვილ რაპუნცელად იქცა - ანასტასიას ფოტოები გაგაოცებთ

როგორც ჩანს, ცნობილი მულტფილმის გმირი "რაპუნცელი" რეალურად არსებობს, თუმცა მას ყოველთვის გრძელი, მბზინვარე თმა არ ჰქონდა... რუსი ანასტასია სიდოროვას თქმით, მას ალოპეცია დაუდგინეს და 18 წლის ასაკიდან გამელოტება დაეწყო. თუმცა, სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, ანასტასიას თმა საოცრად ჯანსაღი და მბზინვარეა, მისი სიგრძე კი 106 სანტიმეტრია.

მოსკოველ გოგონას ექიმებმა იმდენად ეფექტიანად უმკურნალეს, რომ ანასტასია ახლა ცნობილი შამპუნის მოდელია და რუსულ ჟურნალებში ხშირად იბეჭდება მისი ფოტოები, როგორც ჯანსაღი თმის სიმბოლო.

გოგონა "ინსტაგრამზე" უზიარებს მის ნახევარ მილიონ გამომწერს ჯანსაღი თმის საიდუმლოს:

"თმას კვირაში სამჯერ ვიბან და ძალიან იშვიათად ვიშრობ ფენით. თმა ბუნებრივად მიშრება დაახლოებით სამ საათში. შამპუნს თმაზე ყოველთვის ორჯერ ვიდებ. წელიწადში ორჯერ კი ბოლოებს ვიჭრი, სიჯანსაღის შესანარჩუნებლად" - წერს ანასტასია.

იმისთვის, რომ ანასტასიასავით ლამაზი და ჯანმრთელი თმა გქონდეთ, უნდა გაიგოთ მეტი თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, მათ შორის მედიკამენტურ მკურნალობაზე და ასევე სამედიცინო პროცედურებზე - მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ლაზერული თერაპია.

გაიგეთ მეტი თმის ცვენის მკურნალობის შესახებ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს