"მძინარე მზეთუნახავი" ბავშვებს რყვნის" - მშობელი ზღაპრის აკრძალვას ითხოვს

"მძინარე მზეთუნახავი" ბავშვებს რყვნის" - მშობელი ზღაპრის აკრძალვას ითხოვს

ბრიტანეთში 6 წლის ბავშვის მშობელი ითხოვს, სასკოლო განათლებიდან ამოიღონ "მძინარე მზეთუნახავი", რადგან ეს ზღაპარი "ბავშვებს რყვნის". სარა ჰოლი მიიჩნევს, რომ ზღაპარი სექსუალური გზავნილის მატარებელია.

მისი თქმით, ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ მძინარე ქალისთვის კოცნა ჩვეულებრივი ამბავია.

40 წლის ქალი სთხოვს მისი შვილის სკოლას, "მძინარე მზეთუნახავი" ამოიღონ პატარების საკითხავი ლიტერატურიდან და შედარებით ზედა კლასებში გააცნონ.

"უფროსი ბავშვებისთვის კარგი იქნება ამ ზღაპრის წაკითხვა და მის შესახებ დისკუსიის გამართვა, პატარები კი ღრუბელივით იწოვენ ყველაფერს, რასაც ხედავენ, რაც ესმით,"- ამბობს ჰოლი.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს