14 დეკემბრის ჩათვლით ცაზე მუშაობს მერკურისა და ურანის ტრინი - რისთვის არის კარგი ეს პერიოდი

14 დეკემბრის ჩათვლით ცაზე მუშაობს მერკურისა და ურანის ტრინი - რისთვის არის კარგი ეს პერიოდი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო დღეების ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს გვაძლევს:

"ცაზე რამოდენიმე დღეა მუშაობს მერკურისა და ურანის ტრინი.

ასტრომოყვარულებმა ალბათ იცით, რომ ეს ორი პლანეტა ერთმანეთის ქვედა და ზედა ოქტავებს წარმოადგენენ. გამოდის რომ 14 დეკემბრის ჩათვლით (სწორედ ამ დრომდე გრძელდება ეს ასპექტი) გონების ზეიმს უნდა ჰქონდეს ადგილი.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშვილდოსანში მერკური ძალზე სუსტია, თანაც 4 რიცხვიდან მერკური რეტროგრადული ხდება. და ალბათ ჯობია, იქამდე მოვასწროთ რაც მოსასწრებია - გააფორმოთ ხელშეკრულებები, კონტრაქტები. ან უბრალოდ მეგობრებს ეწვიოთ და სადმე, ახლომახლო გაისეირნოთ...

24-25 ნოემბერს თავში რაიმე ახალი იდეა მოგივიდათ, აუცილებლად გაატარეთ ცხოვრებაში, ამ დღეებში ასპექტი ზუსტ ორბისში იქნება.

ამავე ასპექტის ზეგავლენით ბიზნესის სფეროში ახალი პროექტები და საქმეები ბევრად უფრო ადვილი წამოსაწყები და განხორციელებადი გახდება. მოსალოდნელია საინტერესო, უჩვეულო ხალხთან დამეგობრება. უნდა ითქვას, რომ კოლექტიური მუშაობა ძალიან მაღალ შედეგებს მოიტანს ამ კვირაში.

ვინაიდან მერკური მშვილდოსნის ნიშანს გადის, კარგი პერიოდია უცხოეთთან საქმიან ურთიერთობისათვის, ფართო მასშტაბიანი პროექტების წამოსაწყებად. ეს დღეები ხელსაყრელი იქნება შორეული მოგზაურობებისთვისაც.

გამოიყენეთ ეს დღეები წარმატებით!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს