ექიმებმა ქალს ბოლო სურვილი აუსრულეს და სიცოცხლეში უკანასკნელად ოკეანე აჩვენეს

ექიმებმა ქალს ბოლო სურვილი აუსრულეს და სიცოცხლეში უკანასკნელად ოკეანე აჩვენეს

ექიმებმა, რომლებსაც მძიმე ავადმყოფი კლინიკაში მიჰყავდათ, ქალის ბოლო სურვილი შეუსრულეს და სიცოცხლეში უკანასკნელად ოკეანე აჩვენეს.

ექიმების ინფორმაციით, ქალს სიცოცხლის რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, ქმართან გამოსამშვიდებლად სახლში იმყოფებოდა და საავადმყოფოში დაბრუნების დროს, გზაში ექიმებს სთხოვა, კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ მისთვის ოკეანე.

შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა ფოტო, რომელზეც ექიმი გრეიმ კუპერი ქალთან ერთად არის გადაღებული, ისინი ოკეანეს უყურებენ. პაციენტი სანაპიროზე საავადმყოფოს საწოლით მიიყვანეს.

ფოტო ექიმმა დენიელ კელამმა გადაიღო, ის ამბობს, რომ ქალი აბსოლუტურად მშვიდი იყო, როდესაც ოკეანეს უყურებდა,

„ეს იყო საოცარი მომენტი, ადამიანთან ერთად, რომელიც სულ მალე სიცოცხლეს დაასრულებდა... არ შემიძლია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა - ყვება ექიმი Daily Mail Australia-სთან.

„ხანდახან პაციენტისთვის შვების მისანიჭებლად არ არის აუცილებელი წამლები, ანდა - განსაკუთრებული გამოცდილების ქონა... ხშირად მხოლოდ ემპათიაც კი საკმარისია...“-აღნიშნულია „ფეისბუქზე“ განთავსებული ფოტოს კომენტარში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს