8 წლის ბიჭებმა ავტობუსის ძირზე აკრულებმა იმგზავრეს, რომ მშობლები მოეძებნათ

8 წლის ბიჭებმა ავტობუსის ძირზე აკრულებმა იმგზავრეს, რომ მშობლები მოეძებნათ

ორმა ჩინელმა ბიჭმა ავტობუსის შასიზე მიკრულმა იმგზავრა, რომ მშობლები ეპოვათ, ფოტოები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.

ტრანსპორტის ძირზე „მიკრულმა“ ბავშვებმა 80 კმ.-იანი გზა გაიარეს. ისინი სოფელ გუანქსიში ცხოვრობენ, მშობლები კი მეზობლად მდებარე პროვინცია გუანგდონგში მუშაობენ.

ბავშვები 23 ნოემბერს სკოლაში არ მივიდნენ და მათი ძებნა მასწალებელმა დაიწყო. იმავე დღეს ისინი ავტობუსის შასიზე იპოვეს, სადგურში.

ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს ორი ტალახიანი ბიჭი, რომლებიც ავტობუსის ძირს ეჭიდებიან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ბიჭები, დაახლოებით, 8-9 წლისები არიან, ისინი დაცვის სამსახურის წევრებმა იპოვეს, როდესაც ავტობუსი სადგურში დროებით გაჩერდა.

ყველასთვის გასაოცრად, ისინი სრულიად უვნებლები იყვნენ.

„ბავშვები ტანად იმდენად პატარები და გამხდრები არიან, რომ მოახერხეს მოთავსებულიყვნენ შასიზე, მათთვის კარგად დასამალი ადგილი აღმოჩნდა,“ - განუცხადა ჟურნალისტებს სადგურის თანამშრომელმა.

ინციდენტმა ჩინეთის სოციალური ქსელების მომხმარებლები გააოგნა და ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მიკრობლოგში Sina Weibo მთავარი განხილვის საგნად იქცა. ბავშვების ფოტოები უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

ჩინეთის სოფლებში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა, იძულებულია, საცხოვრებლად ქალაქში წავიდეს. ბავშვების ნაწილი ბებია-ბაბუებთან ცხოვრობს, ნაწილი კი - საკუთარ თავს თვითონ უვლის.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს