მიხარია, რომ ჰარი მაცივრიდან საჭმელს აღარ მომპარავს - უილიამი ძმის ნიშნობაზე კომენტარს აკეთებს

მიხარია, რომ ჰარი მაცივრიდან საჭმელს აღარ მომპარავს - უილიამი ძმის ნიშნობაზე კომენტარს აკეთებს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ძალიან ბედნიერები არიან, ამის შესახებ პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ფინეთში იმყოფება.

ის ბედნიერებას უსურვებს ძმას, რომელიც უილიამისა და ქეითის მეზობლად ცხოვრობს კენსინგტონის სასახლეში. თუმცა, მილოცვის პარალელურად, ჟურნალისტებთან ჰარიზე იხუმრა კიდეც.

"პირადად ჩემთვის კი ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჰარი ჩემს მაცივარს აღარ გაეკარება და საჭმელს აღარ მომპარავს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში იქცეოდა," - აღნიშნა უილიამმა.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი მომდევნო წლის მაისში დაქორწინდებიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს