დაივიწყეთ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი - სამეფო ოჯახის ყველაზე კაშკაშა წევრი ამელია უინძორია

დაივიწყეთ მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი - სამეფო ოჯახის ყველაზე კაშკაშა წევრი ამელია უინძორია

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყურადღება სასექსის ახალი ჰერცოგინიას, მეგან მარკლისკენ არის მიპყრობილი და ქეით მიდლტონის ახალშობილი შვილის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, ჟურნალისტები სამეფო ოჯახის სულ სხვა წევრით დაინტერესდნენ. Harper’s Bazaar ლედი ამელია უინძორზე წერს, რომლის შესახებ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის.

21 წლის ამელია სილვანა ტომაზელისა და ჯორჯ უინძორის ქალიშვილია, რომელიც თავის მხრივ კენტის ჰერცოგის, პრინც ედვარდის შვილია. პრინცი ედვარდი ელისაბედ მეორის ბიძაშვილია.

ამელიას „ინსტაგრამის“ გვერდი საჯაროა და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს, როგორ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო ედინბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორ მონაწილეობს მოდის ჩვენებებში და რა არის მისი საყვარელი ჰობი.

წელს მან Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.

ევროპული გამოცემები წერენ, რომ ამელია სამეფო ოჯახის ყველაზე ლამაზი წევრია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს