იპოვეთ ფოტოზე 60 წლის ქალი - ტაივანელი ოჯახი, რომლის წევრებიც არ ბერდებიან

იპოვეთ ფოტოზე 60 წლის ქალი - ტაივანელი ოჯახი, რომლის წევრებიც არ ბერდებიან

ტაივანელმა ოჯახმა მსოფლიო გააოცა - 63 წლის დედა და მისი სამი შვილი, 41 წლის ლური, 40 წლის ფეიფეი და 36 წლის შერონი იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, რომ მათი ასაკის დაჯერება ძალიან ძნელია.

დები ამბობენ, რომ მათი გარეგნობა დედის დამსახურებაა და მათ გენეტიკურად ერგოთ. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ახალგაზრდულ იერს შენარჩუნება უნდა.

ტაივანურ გამოცემასთან ინტერვიუში ლურმა განაცხადა, რომ კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დატენიანება აგვარიდებს თავიდან ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭებს.

"გარდა ამისა, კანს ჯანმრთელი იერი რომ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია მზის სხივები, თუმცა ნუ გადააჭარბებთ მზის აბაზანების დაშვებულ ნორმას, განსაკუთრებით - ზაფხულში," - განაცხადა ლურმა.

საჭიროების შემთხვევაში, მისი რჩევით, აუცილებლად უნდა ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემი, არ ვსვათ შაქრიანი სასმელები და მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი.

ყოველ დილას ლური სვამს შავ ყავას, დღის განმავლობაში კი მის რაციონში უამრავი ხილი და ბოსტნეული შედის.

მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს