ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობითია.
მამაკაცებში აზარტულობის გენეტიკური ბუნება მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა ავსტრალიელმა მეცნიერებმა იგივე ტენდენცია მანდილოსნებს შორისაც აღმოაჩინეს. მათ კვლევა ტყუპებზე, 2700 ქალსა და 2000 მამაკაცზე ჩაატარეს და მათი ახლობლები გამოკითხეს, რამდენად იყვნენ შერჩეულები აზარტული თამაშების მოყვარულები.
ყველა მოხალისე, ასე თუ ისე, დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებში აზარტულ თამაშებზე კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში, რაც მკვლევართა აზრით, სოციალური ფაქტორითაა განპირობებული.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ აზარტული მოთამაშის ერთ კვერცხუჯრედიან ტყუპისცალს გაცილებით დიდი შანსი აქვს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყოს, რაც მის გენეტიკურ თავისებურებაზე მიუთითებს.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება განპირობებულია არა ერთი, არამედ რამდენიმე გენის შერწყმით.
მომზადებულია medportal.ru-ს მიხედვით.