შრიფტი
13:19 / 07-12-2017
დაქვრივებულ ქალებს აიძულებენ, სექსი უცხო კაცთან ჰქონდეთ - სასტიკი რიტუალი კენიაში
კენიელი ქალების ნაწილი „ქვრივების განწმენდის“ რიტუალის წინააღმდეგ გამოდის. ლუოს ეთნიკური ჯგუფების ტრადიციის თანახმად, ქალს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სხვა მამაკაცთან უნდა ჰქონდეს სექსი. უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცი მათთვის სრულიად უცხოა.

პარტნიორი, რომელიც დაქვრივებულ ქალებს „წმენდს“, ხშირად აივ-დადებითია და თავდაცვის საშუალებას არ ხმარობს.
„ბიბისისთან“ 50 წლის ქალმა, პამელამ, საკუთარ ამბავზე ისაუბრა. ტრადიციის მოწინააღმდეგე ქალებმა „ქვრივების კლუბი“ შექმნეს.

„ლუოს ეთნიკურ ჯგუფებში გადაწყვეტილებების მიმღები ყოველთვის მამაკაცია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება,“ - ამბობს პამელა.



კენიის ღარიბ სოფლებში "ქვრივების გაწმენდის“ რიტუალი კვლავ
ძალიან პოპულარულია. ქალები იძულებული არიან, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდეთ სექსი, რათა "სიბინძურე ჩამოირეცხონ".

"შევქმენით კლუბი, რათა ერთმანეთი გავამხნევოთ. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ თუ საყვარელ მამაკაცს დაკარგავენ, მათ ვინმე მორალურ თანადგომას გაუწევს," - აცხადებს პამელა.

"გაწმენდის რიტუალი" 3 დღის მანძილზე გრძელდება. პირველ დღეს, გაღვიძების შემდეგ ქალმა უნდა დაწვას ტანსაცმელი, რომელიც ეცვა სექსამდე და თეთრეული, რომელზეც იწვა. მამაკაცი ქალს თავზე თმას პარსავს.

4 დღის შემდეგ „გაწმენდილი ქვრივი“ მშობლების სახლში ბრუნდება მამაკაცთან ერთად და მისთვის საჭმელს ამზადებს. სადილის შემდეგ სახლში ყველაფერი უნდა დაალაგოს და დარეცხოს, შემდეგ კი, საბოლოოდ, ქალის შვილებს სახლში დაბრუნება შეუძლიათ.

ერთ-ერთი "გამწმენდი", პატრიკი, რომელმაც არ იცის, არის თუ არა აივ-დადებითი, ამბობს, რომ ქალებს "გაწმენდის რიტუალი" რეალურად სურთ, თუმცა მაინც უარობენ.

"ბევრ ქალს გამწმენდის პოვნა უჭირს და ძალიან ცდილობენ, ვინმე იპოვონ. თუ ვერავის ნახავენ, ცხოვრება ძალიან მძიმე ხდება," - ამბობს პატრიკი.



„გამწმენდის“ ანაზღაურება 500 დოლარამდეა. ისინი არასოდეს ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სვამენ ალკოჰოლს, იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

პამელას „გაწმენდის რიტუალის“ შემდეგ აივ-ინფექცია აღმოაჩნდა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

ტეგები:
20:20 / 07-12-2017
xo
0
მემგონი ცუდი ტრადიცია არაა, მაგრამ ვენერიული შემოწმება უნდა გაიაროს. ამასთან გაწმენდის პროფესია ლიცენზირებას უნდა დაექვემდებაროს.
16:35 / 07-12-2017
)
0
თვითონ ქვრივები რას ამბობენ?
მსგავსი სიახლეები
+PHOTO| დედამიწის პორტრეტი - ულამაზესი ფოტოგალერეა
"ერთმანეთთან მჭიდროდ ვიდექით. მებრძოლები გვემუქრებოდნენ, გესვრითო"
დაშავებულთა ნაწილი დედაქალაქ ნაირობის საავადმყოფოში გადაიყვანეს
"თქვენი ძველი ანდაზა ყოფილა, სტუმარი ღვთისააო.­ მეც ასე მიმიღეს"
"გვითხარი, რომ ჩვენი დაცვა არ გჭირდება - არც ჩვენგან აოხრებული სოფლები, არც ჩვენგან მოკლული ბავშვები"
"ალ-შაბააბის" წევრები გასულ კვირას 148 ადამიანი მოკლეს
თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" განახორციელა
+PHOTO: წყვილი კარიბის ზღვის აუზში, კანარის კუნძულების მახლობლად ნებივრობდა.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49