რატომ მეტყველებდა ტრამპი უცნაურად - სოცქსელებში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტს პროთეზი აქვს

რატომ მეტყველებდა ტრამპი უცნაურად - სოცქსელებში ეჭვობენ, რომ პრეზიდენტს პროთეზი აქვს

დონალდ ტრამპის განცხადება, რომ აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანენ, ძალიან ხმაურიანი აღმოჩნდა. თუმცა, რეზონანსი აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას არამხოლოდ პოლიტიკური ნიშნის გამო მოჰყვა, სოციალური ქსელების მომხმარებლები ამბობენ, რომ  ტრამპს მეტყველება უჭირდა და ვარაუდობენ, რომ ის კბილების პროთეზს ხმარობს.

„ტვიტერზე“, სადაც აქტიურად განიხილავენ ტრამპის განცხადებას, გაჩნდა ჰეშთეგი #DentureDonald (პროთეზი, დონალდი).

„ოდესმე გინახავთ, რომ ტრამპი ვაშლს, მსხალს, ან ნებისმიერი სახის ხილს ან ბოსტნეულს ჭამდეს? მგონია, რომ კბილებიც, თმაც და რუჯიც ხელოვნური აქვს, მისი სხეულის არცერთი ნაწილი ბუნებრივი არ არის,“ - აღნიშნა დღის შოუში ტელეწამყვანმა ტრევორ ნოამ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით კი, პრეზიდენტს უბრალოდ ყელის სიმშრალე ჰქონდა და მეტყველების გართულებაც ამისი ბრალი იყო.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ