შრიფტი
15:56 / 07-12-2017
8 ნიშანი, რომელსაც ორგანიზმი ინფარქტამდე 1 თვით ადრე გვაძლევს
ინფარქტის მიზეზი, შესაძლოა, ჩვენი ბევრი ჩვევა გახდეს, მათ შორის მოწევა, არასწორი კვება, ჭარბი წონა, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, მაღალი არტერიული წნევა, ან დიაბეტი.

არსებობს სიმპტომები, რომელიც მოსალოდნელ შეტევაზე მიგვანიშნებს, თუმცა ხშირად ამ სიგნალებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ექიმთან დროულად მისვლის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ბევრი გართულების თავიდან არიდება შევძლოთ. 

მართალია, ზუსტ დიაგნოზს მხოლოდ კარდიოლოგი დასვამს, თუმცა გთავაზობთ 8 ნიშანს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გულის შეტევამდე 1 თვით ადრე მოგცემთ.

1. ტკივილი მკერდის არეში

ეს მოსალოდნელი ინფარქტის ყველაზე
თვალნათელი ნიშანია და ყურადღებით უნდა იყოთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მკერდის არეში დისკომფორტს გრძნობთ.


2. ჭარბი ოფლდენა



ჭარბი ოფლდენა ხშირად არის მოსალოდნელი ინფარქტის ნიშანი. ოფლდენა შესაძლებელია დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს სიმპტომი ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად ვლინდება და უმეტესად, მენოპაუზას აბრალებენ ხოლმე, თუმცა დიდი შანსია, ინფარქტის ნიშანი იყოს.

3. არათანაბარი გულისცემა

როდესაც ვნერვიულობთ, ან აღელვებული ვართ, ნორმალურია, რომ გულისცემამ მოიმატოს, თუმცა თუ გულისცემა ხშირად გიჩქარდებათ, ან - არითმია გაწუხებთ, გირჩევთ, კარდიოლოგს აუცილებლად მიმართოთ.

4. თმის ცვენა

გულის დაავადებების ერთ-ერთი თვალით შესამჩნევი სიმპტომი, შესაძლოა, თმის ცვენაც იყოს. უმეტესად, ეს სიმპტომი 50 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებს აღენიშნებათ, თუმცა რისკჯგუფში ქალებიც არიან.

5. სუნთქვის უკმარისობა



მოკლე ჩასუნთქვები, სუნთქვის უკმარისობა რამდენიმე დაავადების დროს ვითარდება, შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები, რომელიც უძილობას, გაღიზიანებას უმიზეზოდ იწვევდეს.

6. ინსომნია

უძილობა, ასევე, დაკავშირებულია გულის შეტევასთან. ჟანგბადის დონის კლებამ, რომელიც გულის დაავადების დროს ვითარდება, შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები, რომელიც უძილობას, გაღიზიანებას უმიზეზოდ იწვევდეს.

7. მუცლის ტკივილი



მუცლის ტკივილი, ღებინების და შებერილობის შეგრძნებები, კუჭის გაღიზიანება - ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ჩნდება გულის პრობლემების დროს.

8. გადაღლილობა

ხშირად, უმიზეზოდ დაღლა ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომელიც გულის მოსალოდნელი შეტევის ნიშანია. ზედმეტი დაღლა, ან უსიამოვნო სისუსტის შეგრძნება, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდება, შესაძლოა, სწორედ გულის პრობლემების გამო იყოს, ეს სიმპტომი უფრო ხშირად ქალებში ვლინდება.

მომზადებულია hackspirit.com-ის მიხედვით
16:23 / 08-12-2017
მაგნოლია
0
ნორმალურ ადამიანებს ეს ყველაფერი გვჭირს ისეთ გარემოში ვცხოვრობთ!!!!!!!!!!!!!!!!!
15:25 / 08-12-2017
მ.ბ.
0
ხალხი ისედაც დათრგუნულია ამდენი უარყოფი ინფორმაციით და ამდენი უბედურებით. ნუღარ ზაფრავთ!!!
მსგავსი სიახლეები
შემთხვევა იმდენად იშვიათი იყო, ექიმები „გუგლის“ საშუალებით ცდილობდნენ, ინფორმაცია მოეპოვებინათ
სინდრომი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და გულის კუნთები იმდენად დაზიანებულია, რომ განკურნება შეუძლებელია
"გვყავდა პაციენტი - 24 წლის ბიჭი, რომელსაც შუნტირება გაუკეთდა, ინფარქტი ჰქონდა გადატანილი"
ექიმების აზრით, ეს ნამდვილი გარღვევაა
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სიარულის სურვილი ნამდვილად გაგიჩნდებათ
მას უსაყვედურეს და ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევა დაემართა
არიელ შარონი, კომაში, 2006 წელს ინფარქტის გადატანის შემდეგ ჩავარდა
ოთარ კუშანაშვილს კიევში, გადაცემის გადაღებების დროს გულის შეტევა დაემართა
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49