სად არის მეგანი? პრინცი ჰარი ყოფილ მეგობარ გოგონას შეხვდა

სად არის მეგანი? პრინცი ჰარი ყოფილ მეგობარ გოგონას შეხვდა

პრინცი ჰარი ორი დღის წინ წმინდა ლუკას სახელობის ტაძარში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. მასთან ერთად არ იმყოფებოდა საცოლე, მეგან მარკლი, ღონისძიებაზე პრინცი მარტო მივიდა.

კონცერტს, ასევე, ესწრებოდა ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონა, 28 წლის მსახიობი კრესიდა ბონასი, რომელსაც პრინცი 2012-2014 წლებში ხვდებოდა. ბონასის გარდა, მედიის ყურადღება ღონისძიებაზე პიპა და კეროლ მიდლტონებმაც მიიქციეს.

ჰენრი სტრაუბენზის სახელობის მემორიალური ფონდი, რომელსაც სახელწოდება პრინცის გარდაცვლილი მეგობრის პატივსაცემად დაარქვეს, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2009 წლიდან უილიამისა და ჰარის პატრონაჟის ქვეშ არის.

ფონდი უგანდაში საგანმანათლებლო პროგრამებს აფინანსებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს