გოჯი ბერი - ყველაზე ძვირფასი კენკრა, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

გოჯი ბერი - ყველაზე ძვირფასი კენკრა, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, WolfBerry (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება, როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა საქართველოს "გოჯი ბერის" 5 სხვადასხვა ჯიშის 1 000 საბაზისო ნერგი გადასცა. ნერგები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე დაირგო. კენკრის ჩირის შეძენა უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი.

ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად, ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ძველი ჩინური გადმოცემის მიხ­ედვით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს ლი ცინიუნი ერქვა და 256 წე­ლ­იწადს იცოცხლა. ლი ცინიუნის ხანგრძლივი სი­ცოც­ხლის საი­დ­უმლო მცენარე იყო, რომ­ლის ნაყოფსაც იგი ყოველ­დღე ჭამდა - ეს გოჯის კენკრაა.

მოგვიანებით, კანადელ-ამერიკელმა­ დიეტოლოგმა, ელ მინდელმა შეისწავლა ამ კენკრის თვისებები და გამოსცა წიგნი,­ სადაც ჩამოთვლილია 33 მიზეზი, რის გამოც გოჯის ნაყოფი ყოველდღე უნდა მივიღოთ: ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, არეგულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის საერთო მდგომარეობას, განაყოფიერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

ჩინეთში გოჯის ნაყოფს დიაბეტის სამკურნალოდაც იყენებენ. ეს ამ მცენარის სარგებლიანობის არასრული სიაა...  განაგრძეთ კითხვა

"როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით" - სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

რა ღირს ანუკი არეშიძის ქურთუკი, რომელშიც თბილისის მერის მეუღლე ბოლო დღეებში გამოჩნდა - სამოსი MONCLER-ის კოლექციიდანაა

რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა