რას ნიშნავს ფოლხვა და პოჭოჭიკი - მევლუდ მელაძე ყველა დეტალზე, რაც მძღოლმა უნდა იცოდეს

რას ნიშნავს ფოლხვა და პოჭოჭიკი - მევლუდ მელაძე ყველა დეტალზე, რაც მძღოლმა უნდა იცოდეს

საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ - გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

რეგლამენტის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა სიტყვები "ფოლხვა" და "პოჭოჭიკი". ეს და კიდევ არაერთი ასეთი სიტყვაა ნახსენები იმ მოთხოვნებში, რაც ავტომობილმა ტექდათვალიერების გასავლელად უნდა დააკმაყოფილოს.

იმისათვის, რომ მძღოლებისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო, AUTO BILD-მა გადაწყვიტა, რეგლამენტში გაწერილი რამდენიმე მოთხოვნა ბარბარიზმების ენაზე ეთარგმნა და დასახმარებლად მევლუდ მელაძეს მიმართა - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და წარმატებულ ქართველ ავტომრბოლელს.

1. დაუშვებელია საჭის საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა.

► მევლუდ მელაძის განმარტება: დაუშვებელია, რომ საჭის მექანიზმის ნებისმიერ გადაბმაში, მათ შორის "კრესტავინაში", "რულავოი რეიკაში", "წიაგებში" და "ნაკანეჩნიკებში" იყოს ნორმაზე მეტი "ლუფტი". (ანუ, ფოლხვა არის ე.წ. "ლუფტი")

2. ავტომობილის საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე.

► მევლუდ მელაძის განმარტება: საჭე ბრუნვის დროს უნდა ტრიალებდეს "პლავნად", არ უნდა იყოს შეგრძნება, თითქოს რაღაცა ხელს უშლის ან რაღაცას ეხება. საჭეს რომ ატრიალებ, არ უნდა იკეთებდეს კბილებს და საფეხურებს და არ უნდა აკეთებდეს ნახტომს.

3. საჭის სვეტის მდგომარეობის დამაფიქსირებელი მოწყობილობა უნდა იყოს გამართული, ხრახნული შეერთებები უნდა იყოს მოჭერილი და დაფიქსირებული.

► მევლუდ მელაძის განმარტება: ეს ძირითადად გადატანილ საჭეს ეხება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეხება ქარხნულ მარცხენა ან მარჯვენა საჭესაც. იგულისხმება, რომ საჭის მთელი მოწყობილობა სალონში უნდა იყოს მყარად მიმაგრებული და უნდა იყოს "ბოლტ-გაიკით" და არა სვარკით მიმაგრებული. "ბოლტ-გაიკა" ქართულად არის ჭანჭიკი და ქანჩი  წაიკითხეთ დაწვრილებით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ