"ევროვიზიის" გამარჯვებულს, სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს

"ევროვიზიის" გამარჯვებულს, სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს

"ევროვიზიის" პორტუგალიელ გამარჯვებულს, სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს. "ბიბისის" ინფორმაციით, სობრალი კვლავ საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება.

ლისაბონში მდებარე სანტა კრუზის საავადმყოფოში ამბობენ, რომ 27 წლის მომღერალი თავს კარგად გრძნობს.

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ის კარგად იყო მომზადებული. სალვადორს კარგად ესმოდა ოპერაციასთან დაკავშირებული სირთულეები," - ამბობს ქირურგი მიგელ აბეკასიასი.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე დიდი დროა, თუმცა, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სობრალს სრულიად ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ცხოვრება ელის წინ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომღერალი რამდენიმე თვის მანძილზე იცდიდა დონორისთვის. სექტემბერში განაცხადა, რომ შემოქმედებით პაუზას იღებდა.

სობრალმა წელს "ევროვიზიის" კონკურსი სიმღერით Amar Pelos Dois მოიგო. ბალადის ავტორი მისი დაა, ლუიზა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიამ კონკურსში გაიმარჯვა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს