სასარგებლო კოქტეილები მწვანილისგან - უებარი საშუალება სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში

სასარგებლო კოქტეილები მწვანილისგან - უებარი საშუალება სიმსივნური პათოლოგიის მკურნალობაში

მეცნიერები კარგა ხანია არ დავობენ იმაზე, რომ ქრონიკული პათოლოგიების აღმოცენების მიზეზი უჯრედულ დონეზე მიმდინარე დარღვევებია. ნივთიერებათა ცვლის პროცესში სისხლში ჭარბად გამოიყოფა უჯრედთა ცხოველმყოფელობის გადაუმუშავებელი პროდუქტები. ამ ე.წ. მჟავა ნარჩენების განეიტრალებაზე პასუხისმგებელია ორგანიზმის ბუფერული სისტემები, რომელთაც მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება ევალებათ, ასევე ტუტე მინერალები. ბუფერული სისტემების ფუნქციობის დარღვევა და ტუტე მინერალების ნაკლებობა (არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრა ორგანიზმში) არღვევს მეტაბოლური ქანქარას მუშაობას, შესაბამისად, იწვევს ორგანიზმის "დაბინძურებას" მეტაბოლური წიდებით. ხშირად საკმარისია დაავადების მიზეზის ლიკვიდაცია, რომ იწყება თვითგანკურნება. ბევრი დაავადების მკურნალობის ეფექტურ საშუალებად ხშირად სწორედ მჟავა მეტაბოლიტებისაგან ორგანიზმის გაწმენდა გვევლინება.

ორგანიზმის გატუტიანების, მჟავა ბუნების წიდებისაგან მისი გაწმენდისა და სისხლის შედგენილობის აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწვანილი, უფრო კონკრეტულად, ე.წ. მწვანილის პიურე, რომელიც შეიცავს ქლოროფილს. დიახ, ნუ გაიკვირვებთ - ქლოროფილის შემცველი მწვანილის ცოცხალი მასა!

როგორ მოვამზადოთ მწვანილისაგან სასარგებლო კოქტეილები

ახალდაკრეფილ ფოთლებსა თუ მწვანილისაგან გამოწურულ წვენს უსიამოვნო გემო აქვს. შესაბამისად, უმჯობესია მწვანილს ბლენდერში ბანანი ან სხვა ხილი შეურიოთ (თანაფარდობით 1:4, მაგალითად, 200 გრამ მწვანილზე საკმარისია 800 გრამი ბანანი, შეიძლება ცოტაოდენი წყლის დამატებაც). ასეთ სასმელებს პატარა ბავშვებიც კი სიამოვნებით სვამენ. მწვანე კოქტეილების რეცეპტები თავადაც შეგიძლიათ მოიგონოთ, ანუ თავად შექმნათ სხვადასხვა კომბინაციები ფორთოხლის, გრეიპფრუტის, ნესვის, კიტრის და ლიმონის დამატებით. საყურადღებოა, რომ ლიმონი ხსნის მჟავა მარილებს და წმენდს ორგანიზმის თხევად გარემოს, საზოგადოდ, ლიმონი ზრდის კოქტეილის სამკურნალო ეფექტს.

მწვანე კოქტეილის ყოველდღიური ოპტიმალური დოზა მოზრდილთათვის 800 მლ-ია. დაავადებების დროს მას ერთ ლიტრამდეც ზრდიან. გახსოვდეთ, მწვანე კოქტეილების გამოყენება ბევრად ეფექტურია და მისი შედარება ვეგეტარიანელობასთან არასწორია.

კოქტეილის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისპანახის, ოხრახუშის, კამის, ჭინჭრის, ბაბუაწვერას, სალათის, თათაბოს, სამყურას, ყურძნის, მაყვლის, ვარდის, მრავალძარღვას, ბალბას ფოთლები, ასევე ჭარხლისა და თალგამის ბოლქვები, კომბოსტო და კიტრი. მწვანილი თუ ფოთოლი არ უნდა იყოს შხამიანი და მწარე განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს