მამაკაცი სელფის გადაღებისას 62-ე სართულიდან გადავარდა და საკუთარი გარდაცვალება გადაიღო

მამაკაცი სელფის გადაღებისას 62-ე სართულიდან გადავარდა და საკუთარი გარდაცვალება გადაიღო

სოციალური მედიის ჩინელი ვარსკვლავი 62 სართულიანი შენობის სახურავზე მისთვის ჩვეულ გაბედულ ტრიუკს ასრულებდა, რა დროსაც გადმოვარდა და გარდაიცვალა.

„ინდეფენდენთის“ ცნობით, ვუ იოგნინგი „ფეისბუქის“ ჩინურ ანალოგზე Weibo ათავსებდა მოკლე ვიდეოებს, რომელსაც მაღალი შენობების სახურავზე ყოველგვარი სპეციალური ეკიპირების გარეშე ასული იღებდა.

მას 300-ზე მეტი ვიდეო აქვს გაზიარებული.

ვუმ საკუთარი გარდაცვალება ვიდეოკამერით გადაიღო. ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ვარდება 62-ე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი, ჩინურ საიტებზე ელვის სისწრაფით გავრცელდა.

ის მუდმივად აფრთხილებდა სოციალური ქსელებში მიმდევრებს, არ გაემეორებინათ მისი ტრიუკები.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ვუ ცდილობდა, ვიდეოთი მოეგო კონკურსი, რომლის გამარჯვებულს 100,000 იუანი (15 ათასი დოლარი) გადაეცემოდა. მისი ბიძის ინფორმაციით, ვუს თანხა საკუთარი ქორწილისთვის და დედის მკურნალობისთვის სჭირდებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს