"ეს გააძლიერებს წყვილებს შორის რომანტიული საუბრების სურვილს" - როგორ იმუშავებს ასტროლოგიური ასპექტები კვირის ბოლომდე

"ეს გააძლიერებს წყვილებს შორის რომანტიული საუბრების სურვილს" - როგორ იმუშავებს  ასტროლოგიური ასპექტები კვირის ბოლომდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირაში ძირითადად დადებითი ასპექტები იყრიან ცაზე თავს. ასეთი ბედნიერების საშუალება არცთუ ისე ხშირად გვაქვს ხოლმე. მაგრამ კოსმოსმაც ხომ უნდა დაგვასვენოს ამდენი სირთულეების და დაძაბულობის შემდეგ? მოდით, ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ კონკრეტულად რა ტენდენციებს მოგვიტანენ ეს ასპექტები.

დაშლაზეა წასული მერკურისა და ურანის ტრინი, მაგრამ კვირის დასაწყისში მას ჯერ კიდევ ექნება საკმაო გავლენა. ჩვენ ადრე უკვე ვისაუბრეთ ამ ასპექტის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა არ დავიზარებ და კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ორი პლანეტა ერთმანეთის ქვედა და ზედა ოქტავებს წარმოადგენენ. გამოდის, რომ 14 დეკემბრის ჩათვლით (სწორედ ამ დრომდე გრძელდება ეს ასპექტი) გონების ზეიმს უნდა ჰქონდეს ადგილი. მისი წყალობით ბიზნესის სფეროში ახალი პროექტები და საქმეები ბევრად უფრო ადვილი წამოსაწყები და განხორციელებადი გახდება. მოსალოდნელია საინტერესო, უჩვეულო ხალხთან დამეგობრება. უნდა ითქვას, რომ კოლექტიური მუშაობა ძალიან მაღალ შედეგებს მოიტანს ამ კვირაში.

ვინაიდან მერკური მშვილდოსნის ნიშანს გადის, კარგი პერიოდია უცხოეთთან საქმიან ურთიერთობისთვის, ფართო მასშტაბიანი პროექტების წამოსაწყებად. ეს დღეები ხელსაყრელი იქნება შორეული მოგზაურობებისთვისაც.

ასევე უკვე ჩართულია, ხოლო 13 დეკემბერს მშვილდოსნის 22-ე გრადუსზე ზუსტი გახდება რეტროგრადული მერკურისა და მზის შეერთება, რომლის ზეგავლენა კვირის ბოლომდე გასტანს.

თუმცა 13 დეკემბერი განსაკუთრებით გამოსაყოფია, რადგან ამ დღეს მერკური იმდენად ახლოსაა მზესთან, რომ მას მზის გულში მყოფიც შეიძლება ვუწოდოთ, ამ მდებარეობას თავისი სპეციალური ასტროლოგიური ტერმინიც კი გააჩნია - "კაზიმი' . ამ დროს პლანეტა უაღრესად დადებით ზეგავლენას განიცდის მზისაგან მიღებული ენერგიისა და გვეხმარება ინტელექტუალური, გონებრივი სამუშაოს შესრულებაში, კონტაქტების დამყარებაში და ინფორმაციის მოპოვებაში. ეს ალბათ განსაკუთრებით ხაზგასასმელი ფაქტია თუნდაც იმის გამო, რომ მერკური ამჟამად რეტროგრადულობის პერიოდს გადის და ასეთ აქტივობებს წესით უნდა აფერხებდეს, თუმცა როგორც ვთქვით 13 დეკემბერი ამ მხრივ ბედნიერი გამონაკლისი იქნება! იმდენად სასიკეთო, რომ რეტროგრადულობის მიუხედავად ტექნიკის შეძენაც კი შესაძლებელია ამ დღეს.

აი მისი წინა და მომდევნო დღეები კი ნამდვილად სერიოზულ პრობლემებს შექმნიან როგორც კომუნიკაციის საკითხებში, ისე ინფორმაციის მიღება - გაცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ დღეებში მერკური დამწვარი იქნება მზესთან მისი სიახლოვის გამო. ამიტომ ამ დღეებში არაა გამორიცხული აგერიოთ ან შეგიფერხდეთ დალაგებული გეგმები, აგებნეთ დოკუმენტები, მწყობრიდან გამოვიდეს ორგტექნიკა, ვერ მიახვედროთ თანამოსაუბრეს თუ რისი თქნა გსურთ, ან თავად ვერ გაუგოთ სხვებს, საბედნიეროდ ასეთი გამწვავებული სიტუაცია მხოლოდ 12 და 14 დეკამბერსაა მოსალოდნელი.

12 დეკემბერს ჩაირთვება მზისა და ურანის ტრინი, რომელიც თავის პიკს 16 რიცხვში მიაღწევს ამის მერე კი დაშლაზე წავა. ეს დღეები მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა პრობლემების ორიგინალური გზით მოგვარებისთვის. არაა გამორიცხული, რომ უჩვეულო თუმცა ძალიან საინტერესო იდეა გეწვიოთ, ან მეგობრებისაგან მიიღოთ რჩევა ან სხვა სახის დახმარება. კარგი პერიოდია საჯარო გამოსვლებისთვის, ახალი პროექტების წარდგენისთვის, იქმნება შესაძლებლობა საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული უჩვეულო, არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებთან ნაცნობობაც.

ამავდროულად 13 დან 18 დეკემბრის ჩათვლით მუშაობს მერკურის შეერთება ვენერასთან, რომელსაც ზუსტი ასპექტი 15 დეკემბერს ექნება ბევრად უფრო ადვილი გახდება კომუნიკაცია ადამიანებს შორის. ადრე ნახსენები დაძაბულობის. მოხერხდება მოლაპარაკებებში საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლაც, ეს ასევე გააძლიერებს წყვილებს შორის რომანტიული საუბრების სურვილს, არაა გამორიცხული, რომ რომელიმე მხარეს სწორედ ამ დღებში მოუნდეს თავის გრძნობების ხმამაღლა გამოხატვა, სიყვარულის ახსნა და ურთიერთობისათვის ოფიციალური სტატუსის მიცემის შემოთავაზება, ვინაიდან ამ შეერთებას თან ასევე სატურნიც უჭერს მხარს, ის კი მოგეხსენებათ ასტროლოგიაში კანონს გამოხატავს და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

აი ასეთი, მე ვფიქრობ საკმაოდ ჰარმონიული ასპექტები გველის ამ კვირაში. თუმცა რასაკვირველია, ისინი ყველაზე ერთნაირი სიძლიერით არ იმოქმედებენ. მათი ზეგავლენა იმ ადამიანების ცხოვრებაში იქნება უფრო შესამჩნევი და გამოკვეთილი, ვისაც პირად რუკაში ანალოგიური ასპექტები გააჩნია.

წარმატებულ კვირას გისურვებთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს