ლონდონში ფილმის "ვარსკვლავური ომები - უკანასკნელი ჯედაი" ევროპული პრემიერა შედგა. ალბერ ჰოლთან, წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა, ლონდონს ფილმის მსახიობები, რეჟისორი, პროდიუსერი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა.
ჩვენება არც ბრიტანელმა პრინცებმა - ჰარიმ და უილიამმა გამოტოვეს, "ვარსკვლავური ომების" პრემიერა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოინდუსტრიაში. პრინცებთან ერთად არ იმყოფებოდნენ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ჰარიმ და უილიამმა ფილმში "ვარსკვლავური ომები - უკანასკნელი ჯედაი" მონაწილეობაც მიიღეს - ისინი საგას ახალ სერიაში სტორმტრუპერების როლში თამაშობენ.
ფილმის პრემიერა საქართველოში რამდენიმე დღეში შედგება.