მომაკვდავმა იაპონელმა ბიზნესმენმა გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე 1000 ადამიანი დაპატიჟა

მომაკვდავმა იაპონელმა ბიზნესმენმა გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე 1000 ადამიანი დაპატიჟა

იაპონელმა ბიზნესმენმა, რომელსაც სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინეს, დიდი წვეულება მოაწყო, სადაც ახლობლებს გამოემშვიდობა.

"ბიბისის" ინფორმაციით, სატორუ ანზაკიმ 1000 ადამიანი დაპატიჟა, მათ შორის იყვნენ მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები, ბიზნესპარტნიორები და თანამშრომლები.

კომპანია "კომაცუს" 80 წლის ყოფილ პრეზიდენტს ნაღვლის ბუშტის სიმსივნე აქვს. დაავადების შესახებ მან ოქტომბერში შეიტყო.

"კმაყოფილი ვარ, რომ მოვახერხე მადლობა მეთქვა ხალხისთვის, რომლებსაც ცხოვრების მანძილზე შევხვდი," - განაცხადა ანზაკიმ წვეულების დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ღონისძიებისთვის ბიზნესმენმა ტოკიოს ერთ-ერთი სასტუმრო დაიქირავა, დარბაზის დეკორაციებად მისი მოგონებები გამოიყენეს.

სტუმრები მელანქოლიურ განწყობაზე რომ არ ყოფილიყვნენ, ანზაკიმ მოცეკვავეები დაიქირავა საკუთარი მშობლიური პრეფექტურიდან - ტოკუშიმადან.

იაპონური მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენმა სცადა ყველა სტუმრისთვის ჩამოერთმია ხელი, მადლიერების ნიშნად.

წყარო bbc.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს