ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა

ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა

ექიმებმა ვენელოუპ ჰოუპ ვილკინსის მკერდზე უჩვეულო გამონაზარდი ჯერ კიდევ ორსულობის დროს ნახეს. ნაყოფი მხოლოდ 9 კვირის იყო. ექიმები გაოგნებული ადევნებდნენ თვალყურს გამონაზარდის მუდმივ ზრდას, საბოლოოდ კი მიხვდნენ, რომ ეს გოგონას გული იყო.

ვენელოუპის მკერდის ძვალი ნორმალურად არ განვითარდა და გული და სხვა ორგანოების ნაწილი სხეულის გარეთ აღმოჩნდა. შემთხვევა იმდენად იშვიათი იყო, ექიმები „გუგლის“ საშუალებით ცდილობდნენ, ინფორმაცია მოეპოვებინათ.

„მსგავსი შემთხვევა 20 წლის წინ ვნახე, თუმცა მაშინ ორსულობა ნაადრევად დასრულდა, ნაყოფის გადარჩენა არ მოხერხდა. ამჯერად, როგორც კი კვლევებმა აჩვენა, რომ გული სხეულის გარეთ იზრდებოდა, „გუგლით“ ვცადე მომეძებნა ლიტერატურა, რომელიც ბავშვის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა. ლიტერატურა საკმაოდ მწირი აღმოჩნდა,“ - ამბობს ბავშვების კარდიოლოგი ფრანსის ბალოკი.

თავდაპირველად, დედას, ნაომი ფაინდლის შესთავაზეს, შეეწყვიტა ორსულობა, რადგან ბავშვის გადარჩენის შანსი არ იყო, თუმცა 31 წლის ქალმა აბორტზე სასტიკი უარი თქვა.

„როდესაც ვხედავდით, როგორ ამოძრავებდა ბავშვი ხელებს, შეუძლებელი იყო, აბორტზე გვეფიქრა,“ - ამბობს ვენელოუპის მამა, დინი.

გოგონა დაგეგმილზე 5 კვირით ადრე, საკეისრო კვეთის საშუალებით დაიბადა. ის 2 კგ-ს იწონიდა.

ნაომის მშობიარობას 50 ექიმი ესწრებოდა. დინი ამბობს, რომ ახალშობილი 20 წუთის მანძილზე გაუჩერებლად ტიროდა, რამაც მშობლებს ბავშვის გადარჩენის იმედი მისცა.

დაბადებიდან რამდენიმე წამში ვენელოუპი სტერილურ სახვევებში შეფუთეს, ინფექციებისგან რომ დაეცვათ. 50 წუთის შემდეგ კი მკერდში გულის ჩასასმელად ოპერაცია დაიწყო.

ამის შემდეგ გოგონას კიდევ ორი ოპერაცია გუკეთეს. ჩვილი ჯერ ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ ვენელოუპს ნორმალური, ჯანმრთელი ცხოვრება ექნება.

წყარო mirror.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს