როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს - კანადელი ფსიქოლოგის 15 საგანგაშო ნიშანი

როდის კარგავს მშობელი ავტორიტეტს - კანადელი ფსიქოლოგის 15 საგანგაშო ნიშანი

ამბობენ, მშობლის ავტორიტეტის პრობლემა სამყაროსავით ძველიაო. ბევრი ფიქრობს, რომ თუ მშობელი შვილებს ყველაფრის უფლებას მისცემს და მათ მიმართ მკაცრი არ იქნება, ავტორიტეტს დაკარგავს. სინამდვილეში ამ ავტორიტეტის დაქვეითების და გაქრობის ნამდვილი მიზეზები არცთუ მარტივი და ადვილად შესამჩნევია.

კანადელი ფსიქოლოგის გორდონ ნიუფელდის თეორიის მიხედვით, მშობლის ავტორიტეტს ბავშვის აღზრდის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მეცნიერი გვთავაზობს იმ ყველაზე გავრცელებული ქცევების ჩამონათვალს, რაც მშობლებს შვილების თვალში აკნინებს და შესაბამისად, ავტორიტეტსაც უკარგავს.

1. ფიზიკური დასჯა - შეხედულება, რომ "ეშინია, ესე იგი უყვარხარ", ან "არ დამიჯერებს და მიიღებს", მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ შვილთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს გეგმებში არ შედის.

2. საკუთარ შეცდომებში ბავშვის დადანაშაულება, ან დაყვედრება, რომ "მე მთელი ცხოვრება შემოგწირე", "შენთვის სამსახურზე და კარიერაზე უარი ვთქვი", "მამაშენმა შენი სწავლის ფულის გამო მანქანა ვერ იყიდა" და ა.შ.

3. შანტაჟი: "დედა არ გაანერვიულო, თორემ ცუდად გახდება", ან მუქარა: "აი მოვკვდები და მერე გამიხსენებ". ნუ ეცდებით სუსტ წერტილებზე ზეწოლის მოხდენას.

4. ბავშვის გრძნობების გაუფასურება სტანდარტული ფრაზებით: "სისულელის გამო ნუ ტირი", "იცი, რამდენი ბავშვია შენზე 100-ჯერ უფრო ცუდ დღეში?" ან მისი ცუდი განწყობის არაღიარება. ამ ყველაფრით აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობები არავის აღელვებს და რომ მშობლების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

5. ტყუილი, თვალთმაქცობა, მიცემული დაპირების შეუსრულებლობა - ეს ყველაფერი მშობლის ავტორიტეტს აცამტვერებს ბავშვის თვალში... განაგრძეთ კითხვა

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

ფოტოები ოჯახიდან, რომელიც შვილის ქორწილს ინტერნეტით "დაესწრო" - "ლამაზად ჩავიცვით და მისაღებში, ეკრანთან შევიკრიბეთ"

რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ?