არ ეკამათოთ სატანას, აუცილებლად დამარცხდებით - რომის პაპი ამტკიცებს, რომ ეშმაკი რეალური ადამიანია

არ ეკამათოთ სატანას, აუცილებლად დამარცხდებით - რომის პაპი ამტკიცებს, რომ ეშმაკი რეალური ადამიანია

ნუ იკამათებთ ეშმაკთან, ის ყოველთვის გაიმარჯვებს, რადგან უფრო ჭკვიანია, ვიდრე მოკვდავები," - ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა, რომელიც ფიქრობს, რომ სატანა რეალური ადამიანია.

ტელეკომპანიასთან TV2000 ინტერვიუში ფრანცისკემ განაცხადა, რომ სატანა არ არის ფიქციური არსება, ის არის რეალური პიროვნება, ბნელი ძალებით.

"დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს უნდა ვესაუბროთ სატანას, რადგან აუცილებლად წავაგებთ. ჩვენზე ჭკვიანია, შეუძლია მთლიანად ამოაყირაოს ჩვენი გონება, თავბრუს დაგვახვევს. თავს გვაჩვენებს კეთილად და ასე შემოდის გონებაში.

ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდად დამთავრდება, თუ მას არ გავაგდებთ," - აღნიშნა პაპმა.

ცოტა ხნის წინ არგენტინელმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ სურს, შეცვალოს ლოცვა "მამაო ჩვენო", უფრო კონკრეტულად კი ფრაზა "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა", რადგან ამ წინადადების მიხედვით, ღმერთს შეჰყავს ადამიანი განსაცდელში. რომის პაპის მტკიცებით, განსაცდელს სატანა გვიწყობს და არა ღმერთი.

წყარო dailymail.co.uk

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია