ქირურგმა პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები დატოვა

ქირურგმა პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები დატოვა

ინგლისელმა ქირურგმა პაციენტების ღვიძლზე ტრანსპლანტაციის დროს საკუთარი ინიციალები დატოვა. „გარდიანის“ ინფორმაციით, საიმონ ბრემჰოლმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა.

საქმე ეხება 2013 წელს ჩატარებულ 2 ოპერაციას - 9 თებერვალს და 21 აგვისტოს. ბრემჰოლმა ინიციალები ღვიძლზე არგონის სხივით ამოკვეთა. „გარდიანი“ წერს, რომ სხივს ქირურგები ორგანოზე სისხლდენის შესაჩერებლად, ანდა - იმ ადგილის მოსანიშნად იყენებენ, რომელზეც ოპერაციის დროს უნდა იმუშაონ. არგონით დატოვებული ნიშნები არ აზიანებს ორგანოს მუშაობას და დროთა განმავლობაში კვალი ქრება.

ინიციალები SB მისმა კოლეგებმა შენიშნეს.

ბირმინგემის სასამართლო გადაწყვეტილებას 12 იანვარს გამოიტანს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს