ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა რელიგიურია, მოსწავლეები მათემატიკას ცუდად სწავლობენ

ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა რელიგიურია, მოსწავლეები მათემატიკას ცუდად სწავლობენ

ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა რელიგიურია, მოსწავლეებს მათემატიკასა და მეცნიერებაში ბევრად ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი ათეისტი ცხოვრობს. „ინდეფენდენთის“ ცნობით, ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტანეთში, ლიდსის ბეკეტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს.

კვლევაში, რომელიც ჟურნალში Intelligence გამოქვეყნდა, 82 ქვეყანა რელიგიურობის მაჩვენებლებით იყო მოცემული. შემდეგ კი ბოლო ათწლეულის აკადემიური მაჩვენებლები იყო შედარებული.

სიის მიხედვით,  რელიგიასთან ყველაზე ნაკლებად შეხება აქვთ ჩეხეთის, იაპონიის, ესტონეთის, შვედეთის და ნორვეგიის სკოლის მოსწავლეებს.

ყველაზე რელიგიური ქვეყნების სათავეში კი იორდანია, იემენი, ეგვიპტე, ინდონეზია და ყატარი არიან.

მკვლევარებმა სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეების მონაცემები მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის საშუალებით მოიპოვეს.

შედეგების მიხედვით კი გაირკვა, რომ ქვეყნებს, სადაც მეტად რელიგიური ადამიანები ცხოვრობენ, ცუდი მაჩვენებელი აქვთ მათემატიკასა და მეცნიერებაში, რადგან ევოლუცია და ტრადიციული რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

წყარო independent.co.uk

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან