ქრთამის აღებაში მსჯავრდებული რუსი მინისტრი - ღვინის ჩუქებას დამპირდნენ და ჩანთაში ფული კი არა ღვინო მეგულებოდა

ქრთამის აღებაში მსჯავრდებული რუსი მინისტრი - ღვინის ჩუქებას დამპირდნენ და ჩანთაში ფული კი არა ღვინო მეგულებოდა

მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი მექრთამეობაში ბრალდებულად ცნო, სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 130 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ულიუკაევის ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან ქრთამი აიღო", - განაცხადა მოსამართლე ლარისა სემიონოვამ.

პროკურატურა სასჯელის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას და 500 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, მან კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელის იგორ სეჩინისგან კომპანია "ბაშნეფტის" ყიდვისთვის საჭირო დასკვნის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. ულიუკაევი კი ამტკიცებს, რომ სეჩინი მას ღვინის ჩუქებას დაპირდა და ფულით სავსე ჩანთაში მას სწორედ ღვინის ბოთლები ეგულებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს