ქალი ამტკიცებს, რომ 12 წლის მანძილზე სულებთან აქვს სექსი და ისინი მამაკაცებზე უკეთესები არიან

ქალი ამტკიცებს, რომ 12 წლის მანძილზე სულებთან აქვს სექსი და ისინი მამაკაცებზე უკეთესები არიან

ძალიან ძნელად დასაჯერებელია, თუმცა ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ სულებთან აქვს სექსი.

ამეთისტ რილმის თქმით, ბოლო 12 წლის მანძილზე 20 სხვადასხვა სულთან დაამყარა სქესობრივი კავშირი და ისინი საწოლში რეალურ მამაკაცებზე ბევრად უკეთესები არიან.

27 წლის ქალმა გადაცემაში This Morning ისაუბრა.

რილმის თქმით, უცნაური მოვლენები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმროსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ამეთისტი სხვა არსებების ყოფნას სახლში მუდმივად გრძნობდა.

„თავდაპირველად, ვგრძნობდი მხოლოდ ენერგიას, შემდეგ კი ფიზიკურადაც ვიგრძენი შეხება ფეხებზე, სუნთქვა ჩემს ყელთან... არასოდეს შემშინებია,“- ამბობს ქალი.

რილმის თქმით, თვალით არ დაუნახავს უსხეულო არსებები, თუმცა სიახლოვეს მუდმივად გრძნობდა.

ქალი ყვება, რომ ერთ-ერთ სულთან რომანი 3 წლის მანძილზე ჰქონდა, ვიდრე სექსის დროს პარტნიორმა არ შეუსწრო.

წყარო indy100.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს