ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2018 წელს ყველაზე მეტად

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2018 წელს ყველაზე მეტად

2018 წლის დადგომამდე, ფაქტობრივად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა და რაღა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს - მაინც ვინ იქნება ყვითელი ძაღლის წელში ფავორიტი? რომელ ზოდიაქოს ნიშნინებს გაუმართლებთ ამ წელს ყველაზე მეტად? ასტროლოგები უკვე საუბრობენ ამ "ქუდბედიანებზე" და ჩვენი საიტის მკითხველებსაც გავუმხელთ უკვე ამ საიდუმლოს. იქნებ თქვენი თავი ზუსტადაც რომ იღბლიანთა რიცხვში აღმოაჩინოთ...

მორიელი - პლანეტა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიაში წარმატების, წინსვლისა და ბედნიერების მომტან პლანეტადაა მიჩნეული თითქმის 2018 წლის ბოლომდე მყარად იქნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში "გამაგრებული", რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადმიანებს, უკლებლივ ყველას მისცემს შანსს განვითარებისა და წარმატებისთვის. იქნება ეს პირადი ურთიერთობა, ფინანსური თუ კარიერული წინსვლა, მორიელებს ყველა კუთხით მწვანე შუქი აენთებათ ამ წელს.

კირჩხიბი - ზოდიაქოს ყველაზე უფრო მოწუწუნე და ხშირად მომავლის მიმართ პესიმისტურად, შიშით განწყობილი ნიშანი 2018 წელს აუცილებლად მოახერხებს დამშვიდებასა და მოდუნებას. ძაღლის წელი ადამიანებისაგან შრომასა და ოჯახისადმი თაყვანისცემას ითხოვს, კირჩხიბი კი ზუსტად ამ ორი თვისების განსახიერება გახლავთ. ამასთან ერთად, გაზაფხულიდან სელენა - იგივე თეთრი მთვარე ზუსტად კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს რეალურ შანსებს მისცემს საიმისოდ, რომ ცხოვრებაში სტაბილურობასა და ბედნიერებას ეზიარონ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს