ძაღლების გამოფენა "თბილისი მოლში" - დაათვალიერეთ ფოტოები

 ძაღლების გამოფენა "თბილისი მოლში" - დაათვალიერეთ ფოტოები

სავაჭრო ცენტრმა "თბილისი მოლი" ძაღლების გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით, ვეტერინარულ სავაჭრო ცენტრ MY VET.GE-სა და "თბილისი მოლის" მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც 2018 წელს - ძაღლის წელს მიეძღვნა. გამოფენაზე 20-ზე მეტი ჯიშის ძაღლი იყო წარმოდგენილი. ასევე მოეწყო გასართობი აქტივობები.

საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტ ლალი ვაშაკიძის განცხადებით, გამოფენა ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის მოვლა-შენახვის შესახებ. მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ან სურთ შეიძინონ ცხოველი, შეუძლიათ ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის უფასო კონსულტაციით ისარგებლონ.

"ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით და "თბილისი მოლის" დახმარებით ვაწყობთ ამ შეხვედრას ძაღლების მეპატრონეებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებსაც სურთ, რომ შეიძინონ ცხოველები. ჩვენ, ვეტერინარები ყველას უფასო კონსულტაციებით დავეხმარებით. ამისთვის საჭიროა მომართონ ჩვენს ასოციაციას, სადაც ბევრი ვეტეტინარი ექიმია გაერთიანებული", - განაცხადა ლალი ვაშაკიძემ.

გამოფენის მედიამხარდამჭერი არის Zooclub.ge  დაათვალიერეთ ფოტოები ძაღლების გამოფენიდან

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს