11 წლის ბიჭმა IQ ტესტში ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი შედეგი აჩვენა

11 წლის ბიჭმა IQ ტესტში ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი შედეგი აჩვენა

ე.წ. გენიოსების ნიშნული  მენსას IQ ტესტში140 ქულაა, 11 წლის არნავ შარმამ კი 162 ქულა აიღო, მაქსიმალური შედეგი, რასაც კი, სავარაუდოდ, ადამიანმა შესაძლოა მიაღწიოს.

მისი მაჩვენებელი 2 ქულით მეტია გერმანელ ფიზიკოს ალბერტ აინშტაინისა და ასტროფიზიკოს ჰოკინგის შედეგებზე. თუმცა, ამ ორი მეცნიერიდან IQ ტესტი არცერთს გაუკეთებია. ვარაუდობენ, რომ მათი მაჩვენენელი 160 უნდა იყოს.

ინდური წარმოშობის ბრიტანელმა არნავმა ტესტი მომზადების გარეშე ჩააბარა და მანამდე არასოდეს უნახავს მსგავსი დავალებები.

არნავი „ინდეფენდენთთან“ ამბობს, რომ ტესტის გასაკეთებლად 2 საათზე მეტი დასჭირდა.

„მომზადებული არ ვიყავი, თუმცა არ მინერვიულია. ჩემი ოჯახი გაოგნდა, მაგრამ ძალიან გაუხარდათ, როდესაც შედეგი ვუთხარი,“ - ამბობს პატარა გენიოსი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს