ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ

ბავშვის ორგანოებს, რომელიც დაბადებისთანავე გარდაიცვლება, დონაციისთვის გაიღებენ

30 წლის ბრიტანელ ქალს, ჰეილი მარტინს ორსულობის მეოცე კვირას უთხრეს, რომ ბავშვი ან მშობიარობის დროს, ან - დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვლება.

ექიმებმა ჰეილის ურჩიეს, შეეწყვიტა ორსულობა, თუმცა ქალმა გადაწყვიტა, ბოლომდე შეინარჩუნოს ბავშვი, რათა შვილის ორგანოები მისცეს ახალშობილებს , რომლებსაც გადარჩენისთვის სასწაფოდ სჭირდებათ ტრანსპლანტაცია.

ჰეილი და მისი ქმარი, სკოტი იმედოვნებენ, რომ მათი შვილი სხვა ბავშვების გადარჩენას შეძლებს.

ჰეილი რამდენიმე დღეში იმშობიარებს, გოგონას ავა-ჯოის დაარქმევენ. ამასთან, ქალი ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ საკუთარ თირკმელსაც დონაციისთვის გაიღებს.

"ჩვენი შვილი აუცილებლად გარდაიცვლება, მაგრამ თუ შევძლებთ, სხვას ავარიდოთ თავიდან ის საშინელი განსაცდელი, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბედნიერები ვიქნებით. გადაწყვეტილება ძალიან რთულია, მაგრამ განცდამ, რომ სხვა ახალშობილებს დავეხმარებით, შემიმსუბუქა საშინელი გულისტკივილი," - ამბობს ჰეილი.

მისივე თქმით, ეს სხვა, მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო საჩუქარი იქნება.

თუ ავა-ჯოი მშობიარობის დროს არ გარდაიცვლება, ექიმები იმედოვნებენ, რომ ჰეილი და სკოტი გოგონას ნახვას რამდენიმე წუთის მანძილზე მაინც მოასწრებენ.

წყარო dailymail.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს