რატომ ხედავენ ადამიანები მოჩვენებებს - არსებობს თუ არა რეალურად პარანორმალური მოვლენები

რატომ ხედავენ ადამიანები მოჩვენებებს - არსებობს თუ არა რეალურად პარანორმალური მოვლენები

თუ მოჩვენებების არსებობის გჯერათ, მარტო არ ხართ. ამერიკელების დაახლოებით 75%-ს სჯერა პარანორმალური მოვლენების არსებობის, ხუთიდან ერთი კი ამბობს, რომ მოჩვენება დაუნახავს.

ასეთი ადამიანების რიცხვში არიან ცნობილი მოაზროვნეებიც, პოლიტიკოსები, მწერლები. მაგალითად, რუზველტ ჩერჩილი და არტურ კონან დოილი ამტკიცებდნენ, რომ მოჩვენება ჰყავდათ ნანახი.

რატომ ხდება ეს?

პარანორმალური გამოცდილება, ზოგ შემთხვევაში, ტვინის დაზიანების ბრალია. ბევრი „მოჩვენების“ დანახვის მიზეზი კი ვიზუალური ილუზიაა - სუსტი განათების, გადაღლის, ან - ნარკოტიკული თრობის დროს.

საინტერესოა, რომ პარანორმალურ იდეებს ჩვენი დამშვიდებაც შეუძლია. ჩვენი გონება ცდილობს, დაინახოს რაიმე სქემა, მოხაზულობა მაშინ, როდესაც ეს საერთოდ არ არსებობს. უმეტესად - როდესაც ქაოსია ჩვენს გარშემო და რამის გარკვევა გვიჭირს. ცრურწმენები და არარსებული მოხაზულობების დანახვა გვიჩენს განცდას, რომ შეგვიძლია, მოვიპოვოთ კონტროლი იმაზე, რაც ჩვენზე ასე ძალიან მოქმედებს.

ცრუმორწმუნე ადამიანები ხშირად ხედავენ ფოტოებზე დაფარულ სახეებს, სხეულებს... პარანორმალური იდეები მათ ეხმარება, უკეთესად გაუმკლავდნენ ცხოვრებას. მაგალითად, თილისმის ტარება, ან - ხის მაგიდაზე დაკაკუნება ცრუმორწმუნეებს ეხმარება, საქმეში უკეთესი შედეგი ჰქონდეთ.

წყარო bbc.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს