"გაიზრდება მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

"გაიზრდება მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ასტროლოგიურ ტენდენციებს გვიზიარებს:

"ვენერასა და ურანის ტრინი დღეს ცაზე ზუსტ ორბისს აკეთებს. ეს ასპექტი ძალაში 24 დეკემბრის ჩათვლით დარჩება.

შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრებისათვის, აგრეთვე ახალი, საინტერესო კავშირების დასამყარებლად, როგორც მეგობრულ თუ სასიყვარულო, ისე - საქმიან სფეროში. ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული მეგობრული ურთიერთობის სასიყვარულოში გადაზრდაც შესაძლოა გუშინდელმა მეგობრებმა, ან საქმიანმა პარტნიორებმა აღმოაჩინონ, რომ სინამდვილეში ერთმანეთი უყვართ. ვინაიდან ვენარა ჩვენს გრძნობებს, ხოლო ურანი მოულოდნელ და ახალ სიტუციებს გეგმავს, მათი ჰარმონიული ურთიერთშეხება სასიყვარულო სფეროში ახალ გამოცდილებას მოასწავებს. გაიზრდება როგორც მსუბუქი ფლირტის, ისე მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი. არის გარკვეული ტენდენცია საზოგადოებრივი მორალის უგულვებელყოფისა, ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩასახვა, რომელიც შესაძლოა არასასურველი აღმოჩნდეს.

თუმცა ვენერა ასევე მართავს ჩვენს ფინანსებს, ესთეტიკას, ამიტომ არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის (ურანი) ან, პირიქით-ურანმა ''დაგარტყათ'' მოულოდნელად და ანტიკვარიატი (ვენერა) შეგაძენინოთ...

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დღე, შენაძენის თუ მის გარეშე, ფაქტია რომ მეტად მეგობრულ და თანასწორუფლებიანობის სიტუაციებში ჩაივლის. ყველაზე საკამათო მომენტებიც კი დიპლომატიურად და მშვიდობიანად გადაწყდება. ამიტომ თუ ვინმესთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება გსურთ, ნუ გადადებთ სხვა დროისათვის.

ბიზნესისათვის სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ. შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული ახალი, ფრიად მოულოდნელი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ!

სასიყვარულო სფეროში ეს ტრანზიტი საიამოვნო მოულოდნელობებს გვპირდება, ვფიქრობ ურთიერთობებში მოიმატებს მეტი მეგობრული დამოკიდებულება, ინტერესი პარტნიორის სულიერი სამყაროსადმი.

პირადი ურთიერთობებისთვის კარგი იქნება, თუ სასიამოვნო სურპრიზს მოუწყობთ თქვენს რჩეულს. მერწმუნეთ - დაგიფასდებათ. თუმცა შესაძლოა რომ დაგასწრონ და იქით შემოგთავაზონ რაიმე ორიგინალური".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს