რას ნიშნავს მზებუდობა, რომელიც ხვალ აღინიშნება

რას ნიშნავს მზებუდობა, რომელიც ხვალ აღინიშნება

"ხვალ 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობის დღეა. ხვალიდან დედამიწიდან დამკვირვებლისათვის შეიქმნება ოპტიკური ილუზია, თითქოს მზე გაჩერდა, მნათობი თავის მოძრაობას სამი დღით შეანელებს, გაივლის კიდევ 3 დღე და 25 დეკემბრიდან მზე კვლავ გააგრძელებს სვლას. ამის შემდგომ ის ყოველ დილით უფრო ადრე და ადრე გამოჩნდება ჰორიზონტის ხაზზე. ამას, რაღა თქმა უნდა, გრძნობს სადღაც ღრმად, მიწის ქვეშ გაყუჩებული ბუნება და ნელ-ნელა გაზაფხულისთვის მზადებას იწყებს. (ურიგო არ იქნება თუ აქ გავიხსენებთ, რომ სატურნი, რომლის მმართველობაც სწორედ დღეს იწყება, ძველბერძნული მითოლოგიით იგივე ქრონოსია, რომელიც დროის გარდა, ნათესების მფარველ ღვთაებასაც წარმოადგენდა).

ძველ დროში, ამ პერიოდში სატურნისადმი მიძღვნილი დღესასწაული - სატურნალიები იმართებოდა. რადგან მოსავლის აღება დამთავრდა, და ხორაგი დაბინავებულია, უკვე შეიძლებოდა დასვენებაც. ამის აღსანიშნავად იკვლებოდა შესაწირი, ყველა ილხენდა, ისვენებდა და ერთობოდა.

წლევანდელი მზებუდობა 20:28 წუთზე დგება თბილისის დროით".

ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს