ანუკი არეშიძის თვალისმომჭრელმა კაბამ სოციალური ქსელები აღაფრთოვანა

ანუკი არეშიძის თვალისმომჭრელმა კაბამ სოციალური ქსელები აღაფრთოვანა

ანუკი არეშიძის ოქროსფერმა კაბამ სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა. თბილისის მერის ცოლმა "ინსტაგრამზე" განათავსა ფოტოები, სადაც მბზინავი, ტანზე მომდგარი, უსექსუალურესი კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აცვია.

"ინსტაგრამზე" დიზაინერის მიმდევრები მისი სამოსით და გარეგნობით აღფრთოვანებულები არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ კახა კალაძის ცოლი, "როგორც ყოველთვის, ლამაზი და დახვეწილია".

ანუკი არეშიძე არა მხოლოდ ქართული სოციალური ქსელების, არამედ - მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. წამყვანი გამოცემები მას მსოფლიო პოლიტიკოსების ყველაზე მოდური ცოლების გვერდით ასახელებენ - ჟურნალი ELLE წერს, რომ არეშიძე კონკურენციას მელანია ტრამპსა და ბრიჯიტ მაკრონსაც კი უწევს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს