რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეს

 რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეს

ბავშვებს რომ ჯადოსნობის სჯერათ, ეს ბუნებრივია. მათთვის ჯადოსნური სამყარო სავსებით რეალურია, ფანტაზიები კი - გარემომცველი სამყაროს შემადგენელი ნაწილი. ბავშვის ტვინისთვის რთული, პრაქტიკულად შეუძლებელიც კია გამიჯნოს რეალური და გამოგონილი სამყარო. ბავშვისთვის ამ სამყაროს წართმევა ძალიან მავნებელი და არასწორი საქციელი იქნებოდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თოვლის ბაბუის, კეთილი ფერიის, თუნდაც გუდიანი კაცის სჯეროდეს. უნდა შეეძლოს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც პიტერ პენი მასთანაც მოფრინდება.

ფანტაზიორობის უნარი ბავშვს აძლევს საშუალებას დაინახოს იმაზე მეტი, რაც თვალით ხილულია.

ფანტაზიორობა სულით დანახული სამყაროა, სიმბოლოებში გარკვევაა, გუმანით შეგრძნობილი რეალობაა. ყველა შემოქმედი ადამიანი ფანტაზიორია. მათ ამის საშუალება ბავშვობაში არ მოუსპეს. დაგვეთანხმებით, წიგნებისა და ზღაპრების გარეშე ცხოვრება რუხი და მოსაწყენი იქნებოდა. შემოქმედებითი აზროვნება ყველა სფეროში საჭიროა და მის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ბუღალტერსაც კი საქმეში ზოგჯერ გარკვეული კრეატივის შეტანა და ამოცანის განსხვავებული მიდგომით გადაწყვეტა სჭირდება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს