ქალმა 24 წლის წინ ჩასახული ბავშვი გააჩინა

ქალმა 24 წლის წინ ჩასახული ბავშვი გააჩინა

ამერიკელმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც 24 წლის წინ ჩაისახა და ემბრიონი გაყინეს. ახალშობილი ემა გიბსონი წელს, 24 ნოემბერს დაიბადა. ემბრიონი კი 1992 წლის 14 ოქტომბერს გაყინეს.

ამ მონაცემებით, ემას ემბრიონი ყველაზე დიდ ხანს იყო გაყინული.

ბავშვის 26 წლის დედა, თინა გიბსონი მხოლოდ 1.5 წლის იყო, როდესაც ემა ჩაისახა. თინას და მის 33 წლის ქმარს, ბენჯამინს საკუთარი შვილის გაჩენა არ შეეძლოთ. თავდაპირველად, გადაწყვიტეს, ბავშვი ეშვილებინათ, თუმცა თინას მამამ წყვილს ურჩია, ექიმებისთვის მიემართათ და გაყინული ემბრიონით თვითონვე გაეჩინათ შვილი.

"მე მინდოდა ბავშვი, სრულიად არ მაინტერესებდა, იყო თუ არა ემბრიონის გაყინვის ხანგრძლივობა მსოფლიო რეკორდი... ძალიან მადლიერი ვართ ღმერთის, ემა საუკეთესო საშობაო საჩუქარია," - ამბობს თინა.

წყარო cnn.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს