სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებენ

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას მედიკამენტებთან ერთად სასურველია დამხმარე საშუალებების - სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეების გამოყენებაც. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან მათი შერწყმა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებიც ეფექტურად აქვეითებენ სისხლში შაქრის დონეს.

სამკურნალო მცენარეებიდან შაქრის დონის ნორმალიზებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება ნეგო, კრაზანა, დაფნის ფოთოლი, მრავალძარღვა, წითელი მოცვის, ჟოლოს, შავი მოცხარისა და მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, მინდვრის შვიტა, ასკილის, ანწლისა და კუნელის ნაყოფი, ოროვანდისა და ბურბუშელას ფესვები, ტოპინამბური, კაკლის ხიდები და ნორჩი ფოთლები, ვარდკაჭაჭა, არყის კვირტები და სხვა.

კაკალი. კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას. 40 გრამს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. ყოველი ჭამის წინ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი ნახარში უნდა მიიღოთ. ძალზე სასარგებლოა კაკლის მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: გამომშრალი ფოთლები

წვრილად დაჭერით, ერთ სადილის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. მისი მიღება ერთი წლის განმავლობაშიც კი შეიძლება. ეს ნაყენი რეკომენდებულია არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის, არამედ ჩიყვის, ათეროსკლეროზული პროცესების, კისტებისა და მაღალი არტერიული წნევის დროსაც.

შვრია. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად გამოიყენება შვრიის მარცვალი და ჩენჩო. აიღეთ ერთი სადილის კოვზი მარცვალი (სასურველია, ჩენჩოიანად), დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაყავით 3-4 ულუფად (არ არის აუცილებელი, თანაბარი იყოს), მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

დარიჩინი. დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს". ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. Gგარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.

მიხაკი. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვთა გასაწმენდად აიღეთ 20 ცალი მიხაკი (სანელებელი და არა ყვავილი), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მთელი ღამე გააჩერეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. საღამოს ამ ოც მიხაკს კიდევ ათი ცალი დაამატეთ, დაასხით მდუღარე და ისევ მთელი ღამე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დღეს იმავე ოდენობით მიიღეთ. ამის შემდეგ ახალი ნაყენი მოამზადეთ. მკურნალობის კურსი 6 თვეა.

განაგრძეთ კითხვა

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს