სად სწავლობენ მდიდარი ადამიანების შვილები

სად სწავლობენ მდიდარი ადამიანების შვილები

შვილის განათლება ყველა მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც ყველა ქვეყნის და სოციალური ფენის ადამიანს ერთნაირად ადარდებს. თუმცა, ადამიანებს, ვისი შემოსავალიც მილიონებით განისაზღვრება, ხელი საუკეთესო სასწავლებლებზე მიუწვდება.

გაინტერესებთ, სად სწავლობენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების შვილები? 

ბილ გეითსის შვილი, ჯენიფერ გეითსი - სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)

ჯენიფერ კეტრინ გეითსის მამა „მაიკროსოფტის“ გენერალური დირექტორია. მისი მშობლები, მიუხედავად საკმაოდ დიდი ქონებისა, შვილების აღზრდის საქმეში საკმაოდ მკაცრები არიან. ბილი და მისი ცოლი მილინდა არ აძლევდნენ ნებას შვილებს, გამოეყენებინათ მობილური ტელეფონები, ვიდრე მათ 14 წელი არ შეუსრულდა. ჯენიფერმა გადაწყვიტა, არ დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ბიოლოგიას სწავლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში.

რიდი, ევა და ლიზა ჯობსები - სტენფორდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)

ევა ჯობსი აქტიურად არის ჩართული ცხენოსნობაში და არაერთხელ ყოფილა ჯენიფერ გეითსის მეტოქე შეჯიბრებებში. ის სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობს.

ლიზა ბრენან-ჯობსი პროფესიონალი მწერალია, მას საკუთარი ბლოგი აქვს. 2000 წელს დაასრულა სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ასევე, სწავლობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში.

რიდ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა და ონკოლოგიურ ცენტრში მუშაობდა. მისი მიღწევებით მამა ძალიან ამაყობდა.

ლურდეს მარია ჩიკონე ლეონი - ფიორელო ლა გუარდიას სკოლა, ნიუ-იორკი, აშშ

ლურდეს მარიან ჩიკონე ლეონი ცნობილი მომღერლის, მადონას ქალიშვილია. ის სამოსის დიზაინით არის დაინტერესებული და ცნობილი მოდის ბლოგერია. 2010 წელს ლურდესმა გამოუშვა პირველი კოლექცია მოზარდებისთვის სახელწოდებით Material Girl.

მალია და საშა ობამები - ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ), სკოლა სიდველ ფრენდსი (აშშ)

მალია და საშა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ქალიშვილები არიან. უფროსი 19 წლისაა, უმცროსი კიმ - 16-ის. თეთრ სახლში გადასვლამდე ოჯახი ჩიკაგოში ცხოვრობდა, გოგონებს დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ - ფეხბურთი, ცეკვა, თეატრალური წრე, ტანვარჯიში...

ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ მათ სწავლა განაგრძეს სკოლაში Sidwell Friends, სადაც სწავლობდნენ თეოდორ რუზველტის, კლინტონის, ნიქსონის შვილები.

სწავლის გადასახადი ყოველწლიურად 30 ათას დოლარს შეადგენს.

ამჟამად მალია რეჟისორობაზე ოცნებობს, შემოდგომაზე მან ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა და სურს, ცხოვრება კინოს დაუკავშიროს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს