"სატურნმა თხის რქის ზოდიაქოში შეაბიჯა..." - უახლოესი 3 წლის ასტროლოგიური ტენდენციები

"სატურნმა თხის რქის ზოდიაქოში შეაბიჯა..." - უახლოესი 3 წლის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი 3 წელიწადის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"სულ ახლახანს სატურნმა თავის სამფლობელოში - თხისრქის ზოდიაქოში შეაბიჯა. ის იქ საკმაო ხანს, მთელ 3 წელიწადს გაატარებს.

სატურნის სრული ზოდიაქალური ციკლი 29, 5 წელს შეადგენს, ანუ სწორედ ამდენი ხნის უკან იყო ის ბოლოს თხისრქაში. სატურნი ე. წ. სოციალური პლანეტაა, ანუ პირად ცხოვრებაზე უფრო მეტად საზოგადოებაში მომხდარ მოვლენებზე აქვს ზეგავლენა. თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა მაშინ მსოფლიოში, რა მოვლენებს ჰქონდათ ადგილი, უფრო ნათელი გახდება, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ახლა.

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 1989 წლის აპრილის ამბენები, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ჯარისა და ტანკების გამოყენებით შეეცადა ჩაეკლა თავისუფლების სურვილი და სსრკ-ს დაშლა შეეჩერებინა. სისხლიანი გამოდგა იმ პერიოდის პეკინის მოვლენებიც. მიდიოდა აშკარა დაპირისპირება დრომოჭმულ სტრუქტურულ წარმონაქმნებსა და ახალ მოძრაობას შორის. ამავე პერიოდში დაინგრა ბერლინის კედელიც და გაერთიანდა ორადგახლეჩილი გერმანია... საბოლოოდ საბჭოთა კავშირიც დაიშალა თავისუფალ სახელმწიფოებად... რით იყო ეს გამოწვეული? ასტროლოგების უმეტესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ ამ მოვლენებს სარჩულად მხოლოდ სატურნის თხისრქაში ტრანზიტი არ დასდებია. იმჟამად სატურნი და ურანი შეერთდნენ და სწორედ ურანული თავისუფლების და რევოლუციური ენერგიიის გამოვლინებას ჰქონდა სატურნული - ძველი დახავსებულის წინააღმდეგ ადგილი.

დღეს მოვლენები სავარაუდოდ ცოტა სხვა ხაზით განვითარდება. ურანის ნაცვლად სატურნს თხისრქაში ჯერ ლილიტთან, მერე მარსთან და ასევე პლუტონთან მოუწევს შეერთება. სავარაუდოდ ლილიტი არაერთ ხელმძღვანელ, მაღალი თანამდებობის პირს, მათშორის სახელმწიფო მეთაურებსაც, უბიძგებს გაუმართლებელი, არაკორექტული, მცადრი გადაწყვეტილებების მიღებისა და ქმედებებისაკენ. რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს მათ იმპიჩმენტს და თანამდებობისგან გადადგომას. ზოგ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებულ სასჯელსაც. მაგრამ ამით არ დასრულდება. ძალიან ბევრი, დიდი ხნისწინათ ჩამოყალიბებული სტრუქტურები დაიშლებიან. და ამას არალოკალური, გლობალური ხასიათი ექნება. მაგალითად, არამგონია უკვე ისედაც ბრიტანეთის გასვლით დასუსტებულმა ევროკავშირმა დიდხანს გაუძლოს სატურნის შემოტევებს. სავარაუდოდ 2019-20 წლბში, როდესაც სატურნი ტრანსფორმაციების განმკარგავ პლუტონს შეუერთდება კრახს განიცდის არამხოლოდ ეს სრტუქტურა, არამედ ბევრი სხვაც. საინტერესოა რომ რუსი ასტროლოგები აშშ-ს დაშლას წინასწარმეტყველებენ, ამერიკელები კი რუსეთისას... დღეს ძნელი სათქმელია, ვისი პროგნოზები უფრო გამართლდება, ამას მომავალი მოვლენები გვიჩვენებს.

რატომ აქვს სატურნს ჩვენზე ასეთი დიდი ძალაუფლება? რა აძლევს მას ამხელა მასშტაბური მოვლენების განკარგვის ნებას? საქმე იმაშია, რომ სატურნი ბოლო პლანეტაა, რომელიც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია დაინახოს. მის იქით ყველაფერი მიღმისეულია, ჩვეულებრივი მოკვდავისათვის შეუცნობელი, ის არის ზღურბლი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. თანაც სატურნი, მითოლოგიურად იგივე ქრონოსია, რომელიც დროს განაგებს, საზღვრავს ყველაფრის საზღვრებს, თვით სიკვდილ-სიცოცხლისასაც. მის ხელშია როდის რა დასულდეს, როდის რას ამოეწუროს თავისი ვადები. შემთხვევითი როდია რომ ძველ გრავიურებზე მას ცელიან მოხუცად გამოსახავდნენ. მაგრამ რას ცელავს იგი? მხოლოდ იმას, რასაც ახალ დროებაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. რასაც ყავლი გაუვიდა. მეორეს მხრივ, სატურნი მოთმინებას, სიბეჯითეს, პასუხისმგებლობას და ვალდებულებების გრძნობებს აღვიძებს ჩვენში. ის არის დიდი მასწავლებელი, სინდისი, და თუ გვსჯის, მხოლოდ მაშინ როდესაც ''ცუდად ვიქცევით''. თუ ჩვენ მის მოთხოვნებს ვასრულებთ, სატურნი გულმოწყალე ხდება და დამსახურებულ ჯილდოებს გვიძღვნის.

მაშ, ვეცადოთ რომ ვიყოთ სინდისიერნი, კანონმორჩილნი, პატივი ვცეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, დავიცვათ ნაკისრი ვალდებულებები, მიცემული პირობები შევასრულოთ, ვიშრომოთ ბეჯითად, გემაზომიერად და მაშინ აუცილებლად მივიღებთ სატურნისეულ ჯილდოებს, რომელიც შესაძლოა იუპიტერის საჩუქრებზე უფრო მეტიც და უფრო ძვირფასიც კი გამოდგეს!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს