სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსმა დღეს დილით მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო, რათა ყველას შობის დღესასწაული მიულოცოს და პლანეტის ყველა ბავშვს საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ისა და კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობა იუწყება.

სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე თავის რეზიდენციიდან ცხრა ირმისგან შებმული მარხილით დაიძრა. მისი ტვირთის სიმძიმე 117 კილოგრამია, ხოლო საჩუქრებისა, ათობით ტონას შეადგენს.

სანტა კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო

სანტა კლაუსის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია რეალურ

დროში ინტერნეტგვერდზე www.noradsanta.org. შარშან, პირველი ქვეყანა, რომელსაც ზღაპრული პერსონაჟი ეწვია, რუსეთი იყო.

სანტას მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა სათავეს 1955 წლიდან იღებს, როდესაც ამერიკის შტატ კოლორადოს ერთ-ერთმა მსხვილმა სავაჭრო ცენტრმა განათავსა რეკლამა ბავშვებისადმი მოწოდებით, დაერეკათ სანტა კლაუსისთვის, თუმცა, ტელეფონის ნომერში დაფიქსირდა შეცდომა, რის გამოც ყველა სატელეფონო ზარზე სანტას ნაცვლად პასუხის გაცემა მოუწია აშშ-ისა და კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის ცხელი ხაზის ოპერატორს. მას შემდეგ კოლორადოში განთავსებული სამხედრო საჰაერო ძალები ხდება ყოველწლიურად სანტა კლაუსის საშობაო მოგზაურობის თვალთვალის ცენტრი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს