ავტორი:

სუსტი იმუნიტეტის 5 მიზეზი - ამის გამოსწორება შეიძლება

სუსტი იმუნიტეტის 5 მიზეზი - ამის გამოსწორება შეიძლება

ადამიანის იმუნიტეტის მუცლად ყოფნის პერიოდში და სიცოცხლის პირველ წლებში ყალიბდება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისადმი განსაკუთრებული ყურადღება.

თუ თქვენი შვილი თანატოლებთან შედარებით უფრო ხშირად ცივდება, თუ მიდრეკილია ანთებითი პროცესებისა და ალერგიებსადმი, უნდა დაფიქრდეთ, სუსტი იმუნიტეტი ხომ არა აქვს?

პირველი მიზეზი - თანმდევი ფაქტორი

ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებულ შემთხვევამდე ჯანმრთელია, რაც ახარებს მშობელს. შემდეგ კი ერთიანად "ემართება ყველაფერი". ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დისბაქტერიოზი ან ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა. ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზი. აგრეთვე, ბავშვის იმუნიტეტი შეიძლება შეასუსტოს გადატანილმა რთულმა დაავადებებმა (ანგინა, პნევმონია, ნაწლავური ინფექცია) ან ქირურგიულმა ჩარევამ.

მეორე მიზეზი - წამლების უკონტროლო მიღება

იმუნიტეტი არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. ეცადეთ, უბრალო გაცივების დროს არ დაალევინოთ პატარას წამლები და მითუმეტეს, ანტიბიოტიკი. მცირე უსიამოვნებებს ორგანიზმი თავისი ძალებით უნდა გაუმკლავდეს. ბავშვს ჯანმრთელობას ანტიბიოტიკით ნუ ჩაკლავთ.

მესამე მიზეზი - წესების დარღვევა

ბავშვისთვის მხოლოდ ხელებისა დაბანა და ხილის გარეცხვა საკმარისი არაა. მისთცის აუცილებელია:

  • დღის რეჟიმი
  • რეგულარული სეირნობა
  • ჯანსაღი კვება
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა

თუ ბავშვი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებს და ბუტერბროდებით იკვებება, ძლიერი იმუნიტეტი დიდი ხნით არ შეუნარჩუნდება. გაამდიდრეთ მისი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, ხშირად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. განაგრძეთ კითხვა

2019 წელს ქორწინების და განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკში ქორწინდებიან საქართველოში

უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები

Bosch-მა კორონავირუსის სწრაფი ტესტი შექმნა