25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სწავლისა და ძლიერ კონკურენტებთან გაჯიბრების სურვილი გაგიჩნდებათ. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და ურთიერთობის სურვილი. დროდადრო დაისვენეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კურო

ერთმანეთში ნუ აურევთ რომანტიკას, კეთილ საქმეებსა და სამსახურებრივ ვალდებულებას. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ტყუპი

ზომიერება გმართებთ გრძნობებში, სიტყვებში, ქველმოქმედებაშიც კი. თქვენი კეთილი განზრახვა სხვამ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მოერიდეთ ინტრიგებს და ნუ გახდებით რამეზე დამოკიდებული (ალკოჰოლი, სიყვარული, წარმატება).

კირჩხიბი

ნუ ენდობით დაპირებებს. მოერიდეთ საეჭვო და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებისა და ყოველივე დაფარულისადმი.

ლომი

დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, საქმიან მოლაპარაკებებს დაუთმეთ. საღამოს დაგეგმეთ მეგობრული შეხვედრა. მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობობას (არ მოტყუვდეთ, გაეხვეთ აფერაში).

ქალწული

დღეს მომხდარი მოვლენები ახალ იდეებს გაგიჩენენ. თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, არ გახდეთ რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სასწორი

კარგი ამბებისა და სასიამოვნო შეხვედრების დღე გელით. შეიძლება დღესასწაულზე სადმე გამგზავრება გადაწყვიტოთ. გაითვალისწინეთ დეტალები და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მორიელი

საჩუქრების შეძენა, მგზავრობა ან დღესასწაულის მოწყობა თქვენგან დამატებით ხარჯს მოითხოვს. თავგადასავლების დღე გელით. განსაკუთრებით, საღამოს. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს