ქონების გადასახადისთვის თავის ასარიდებლად ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ერთმანეთზე დაქორწინდნენ

ქონების გადასახადისთვის თავის ასარიდებლად ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ერთმანეთზე დაქორწინდნენ

დუბლინში ორი ჰეტეროსექსუალი მეგობარი ერთმანეთზე დაქორწინდა, მემკვიდრეობის გადასახადი თავიდან რომ აეცილებინათ, ინფორმაციას Independent ავრცელებს.

85 წლის მეტ მერფიმ გადაწყვიტა, გარდაცვალების შემდეგ საკუთარი სახლი მეგობარს, 58 წლის მაიკლ ო’სალივანს დაუტოვოს. მერფი და ო’სალივანი უკვე 30 წელია მეგობრობენ, მეტი მეგობრის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, რომ მასზე იზრუნოს.

დაქორწინების იდეა მოულოდნელად გაუჩნდათ, გადასახადი რომ თავიდან აერიდებინათ.

„უსახლკარო ვიყავი, მეძინა საკუთარ მანქანაში, მეტს კი სჭირდებოდა ვინმე, ვინც მასთან ერთად იცხოვრებდა და მოუვლიდა. მხედველობა ნელ-ნელა უუარესდება და ამიტომ მომვლელი ჭირდება. მითხრა, რომ არ შეუძლია ამისთვის თანხა გადამიხადოს, თუმცა შემომთავაზა, საცხოვრებლად გადავიდე და დამიტოვებს სახლს, როდესაც გარდაიცვლება,“ - ჰყვება ო’სალივანი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს