წლის ყველაზე სახალისო ვიდეოს გმირი - რობერტ კელი ოჯახთან ერთად საშობაო მილოცვას ავრცელებს

წლის ყველაზე სახალისო ვიდეოს გმირი - რობერტ კელი ოჯახთან ერთად საშობაო მილოცვას ავრცელებს

პროფესორი რობერტ კელი, რომლის BBC-ს პირდაპირ ეთერში ჩართვა მისი ცოლ-შვილის ოთახში შეჭრის გამო ყველასთვის დაუვიწყარი გახდა, ოჯახის წევრებთან ერთად საშობაო მილოცვას ავრცელებს.

რობერტ კელი მსოფლიოსთვის ცნობილი 9 თვის წინ გახდა. „ბიბისის“ ეთერში ის სამხრეთ კორეის შესახებ საუბრობდა, როდესაც ოთახში მისი ქალიშვილი შეიჭრა, მას კი პატარა ძმა შეჰყვა. შვილების ოთახიდან გამოსაყვანად კელის ცოლიც შეჰყვა, რომელსაც ეგონა, რომ ოთახში მისი შეჭრა კამერისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.

ნახეთ ვიდეო : BBC-ის ჩართვის დროს ბავშვები პირდაპირ ეთერში "შეიჭრნენ"

მთელი ამ პერიოდის მანძილზე კელი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და არ შეეწყვიტა ინტერვიუ. 

ოჯახი სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და ამ ინტერვიუს შემდეგ ინტერნეტსენსაციად იქცა. „იუთუბზე“ ვიდეო 25 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

გუშინ კი კელის ოჯახმა „ტვიტერზე“ ფოტო განათავსა და მიმდევრებს ყურადღებისა და სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს