ბავშვი, რომელიც ჰოსპისში წაიყვანეს, სადაც უნდა გარდაცვლილიყო, 1 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელია

ბავშვი, რომელიც ჰოსპისში წაიყვანეს, სადაც უნდა გარდაცვლილიყო, 1 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელია

კეილი ნიუბოლდს ორსულობის დროს უთხრეს, რომ მისი შვილი დაბადებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვლებოდა, რადგან ნაყოფს სიცოცხლისთვის საშიში მძიმე პათოლოგიები ჰქონდა.

1 წლის წინ, 26 დეკემბერს, მშობიარობის შემდეგ 31 წლის კეილიმ ქმართან, 34 წლის გერი კლარკთან ერთად ახალშობილი ჰოსპისში წაიყვანა, სადაც ბავშვს მშვიდი, უმტკივნეულო გარდაცვალება ელოდა. როდესაც მშობლები შვილის პატარა ხელებს ჩაეჭიდნენ, ბავშვი კონტაქტური გახდა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც საჭირო კვლევების შემდეგ გადაწყდა, რომ მეორე დღესვე ოპერაციას გაუკეთებდნენ. ახალშობილს გულზე 8 საათის მანძილზე უკეთებდნენ ოპერაციას.

1 წლის შემდეგ პატარა ჰანი-როუზი შობას სახლში შეხვდა, მშობლებთან ერთად.

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 1 წლის შემდეგ ჩვენი პატარა გოგონა ჩვენთან ერთად იქნებოდა. ბედნიერებისგან ვტირი," - ამბობს კეილი.

წყარო mirror.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს