2018 წლის დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 2018 წლის დეტალური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ყვითელი ძაღლის წელიწადი, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის მოვლენებს ჰპირდება. თუ როგორი იქნება დამდეგი წელიწადი კონკრეტულად თქვენთვის გაეცანით სტატიაში:

ვერძი

ძაღლის წელი თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. ეს იქნება თავისებური ზღვარი წარსულსა და მომავლს შორის. ცვლილებები კი აუცილებლად უკეთესობისკენ იქნება.

ბიზნესი და კარიერა

მთელი წლის მანძილზე აუცილებლად გაანალიზებთ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან სულაც საკუთარ ბიზნესს გააფართოებს. თუმცა, საამისოდ აუცილებლად დაგჭირდებთ კარგი ბაზა და მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

ფინანსები

ფული შესაძლოა სპონსორების მეშვეობით მოიზიდოთ. არ არის გამორიცხული იპოვოთ მეწილეები ბიზნესში. ზოგიერთ ვერძს ოჯახის წევრები და ნათესავებიც დაეხმარებიან ფინანსურად.

სიყვარული

სასიყვარულო ფრონტზე ივლისის თვემდე სიმშვიდეს უნდა ველოდოთ. შესაძლოა ახალი რომანების წამოწყებაც მარტოხელებისთვის. ივლისიდან სექტემბრამდე კი თქვენი ურთიერთობები, როგოც პარტნიორული ისე სასიყვარულო აუცილებლად გაივლის გამოცდას.

კურო

როგორც იქნა დადგა დრო, რომ შეიძინოთ მეგობრები და თქვენი ცხოვრება გაცილებით უფრო სოციალური გახადოთ. 2018 წელი თქვენთვის აქტიური კომუნიკაციის და მეგობრების წელი იქნება.

ბიზნესი და კარიერა

მიმდინარე წელს შესაძლებელია მაღალჩინოსნებისა და თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომების იმედი იქონიეთ კარიერაში. გამორიცხული არ არის, ძველბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლოთ ურთიერთობა ან ახალი საქმე წამოიწყოთ ისევ და ისევ მეგობრებთან ერთად.

ფინანსები

ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს იურიდიულად გააფორმოთ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ფულს და გადასახადებს ეხება. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. თუმცა, ყველაზე მეტი სიფრთხილე ფულთან მიმართებაში წლის ბოლოს იქნება გამოსაჩენი თქვენი მხრიდან.

სიყვარული

წელიწადი იდეალური აღმოჩნდება პარტნიორული კუთხით. შესაძლებელია ახალ სიყვარულს შეხვდეთ ან ძველ პარტნიორთან განაახლოთ ურთიერთობა. სასიყვარულო კავშირები შესაძლოა მეგობრულ საფუძველზე დაიწყოს. დაოჯახებულ კუროებს კი არაერთი, მშვიდი და ჰარმონიული წუთის გატარება ელით თავიანთ მეორე ნახევრებთან.

ტყუპი

ერთ-ერთი აქტიური წელიწადი მოდის თქვენთვის კარიერული და ფინანსური კუთხით. თუმცა, შესაძლოა პირად ცხოვრებაში წარმოიქმნას გარკვეული სირთულეები ან მოგიწიოთ ამ საკითხების სამომავლოდ გადადება.

ბიზნესი და კარიერა

წლის პირველი ნახევარი უზომოდ პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპის დიდი ნაწილი მოახერხებს ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური თებერვალ-მარტის პერიოდი იქნება.

ფინანსები

შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური კუთხით მთელი წლის მანძილზე გიმართლებთ. ფული თუმც კი სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ველოდოთ. სირთულეებს უნდა უფრთხილდეთ ნოემბერსა და აგვისტოში. რომელიც ძირითადად საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს